1
John 14:27
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისე კი არ გაძლევთ, ქვეყანა რომ იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
Сравни
Разгледайте John 14:27
2
John 14:6
ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით.
Разгледайте John 14:6
3
John 14:1
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
Разгледайте John 14:1
4
John 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი – სულიწმიდა – რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით ყველაფერს და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.
Разгледайте John 14:26
5
John 14:21
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები მას.“
Разгледайте John 14:21
6
John 14:16-17
და მე შევევედრები მამას და ის მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ქვეყნიერებას, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან დარჩება და თქვენში იქნება.
Разгледайте John 14:16-17
7
John 14:13-14
და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, იმას ვიქმ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
Разгледайте John 14:13-14
8
John 14:15
თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.
Разгледайте John 14:15
9
John 14:2
ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ თქვენ.
Разгледайте John 14:2
10
John 14:3
და როდესაც წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
Разгледайте John 14:3
11
John 14:5
ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და როგორ გვეცოდინება გზა?“
Разгледайте John 14:5
Начало
Библия
Планове
Видеа