1
John 6:35
ბიბლია
უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს მოსწყურდება.
Compare
Explore John 6:35
2
John 6:63
სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა.
Explore John 6:63
3
John 6:27
ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც კაცის ძე მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.“
Explore John 6:27
4
John 6:40
ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“
Explore John 6:40
5
John 6:29
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ღმერთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, ვინც მან მოავლინა.“
Explore John 6:29
6
John 6:37
ყველა, ვინც მამამ მომცა, ჩემთან მოდის; ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ.
Explore John 6:37
7
John 6:68
მიუგო მას სიმონ-პეტრემ: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? შენ გაქვს საუკუნო სიცოცხლის სიტყვები.
Explore John 6:68
8
John 6:51
მე ვარ ცოცხალი პური, რომელიც ზეციდან გადმოვედი; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისათვის გავცემ.“
Explore John 6:51
9
John 6:44
არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი ჩემმა მომავლინებელმა მამამ არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
Explore John 6:44
10
John 6:33
რადგან ღმერთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას.“
Explore John 6:33
11
John 6:48
მე ვარ პური სიცოცხლისა.
Explore John 6:48
12
John 6:11-12
აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და დაურიგა იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. და როდესაც დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი დაიკარგოს.“
Explore John 6:11-12
13
John 6:19-20
25 თუ 30 სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ. მან კი უთხრა მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ.“
Explore John 6:19-20
Home
Bible
Plans
Videos