ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“ და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: „ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა არის სახლში, მთელი თავისი საბადებელი ხელში ჩამაბარა. არავინაა ჩემზე დიდი ამ სახლში. და ჩემთვის არაფერი დაუკავებია მას, შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“