1
John 19:30
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
როდესაც მიიღო ძმარი იესომ, თქვა: „აღსრულდა!“ მიიდრიკა თავი და განუტევა სული.
Compare
Explore John 19:30
2
John 19:28
ამის შემდეგ, როდესაც დაინახა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, თქვა: „მწყურია!“
Explore John 19:28
3
John 19:26-27
იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: „ქალო, აჰა, შენი ძე!“ მერე მოწაფეს ეუბნება: „აჰა, დედა შენი!“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი.
Explore John 19:26-27
4
John 19:33-34
იესოსთან მისულებმა, როდესაც დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოვიდა სისხლი და წყალი.
Explore John 19:33-34
5
John 19:36-37
რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება.“ ასევე სხვა წერილიც ამბობს: „იხილავენ მას, რომელსაც უგმირეს.“
Explore John 19:36-37
6
John 19:17
და ჯვარაკიდებული წავიდა იგი თხემის ადგილას, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია.
Explore John 19:17
7
John 19:2
ჯარისკაცებმა დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, და ძოწეულით შემოსეს
Explore John 19:2
Home
Bible
Plans
Videos