რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: „სიმონ იოანეს ძეო, გიყვარვარ ამათზე მეტად?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „აძოვე ჩემი კრავები.“ ეუბნება მას კვლავ მეორედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები.“ ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ დაღონდა პეტრე, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ?“ და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები.