ლუკ. 4:9-12
ლუკ. 4:9-12 GEO02
წაიყვანა იგი იერუსალიმს, დააყენა ტაძრის ფრთაზე და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თავი გადაიგდე აქედან ძირს. ვინაიდან დაწერილია, რომ ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან’ და რომ ‘ხელში აყვანილი გატარონ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.’“ და მიუგო და უთხრა მას იესომ: „ნათქვამია: ‘არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.’“