John 21
21
1ამის შემდეგ კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. და გამოეცხადა ასე: 2იყვნენ ერთად სიმონ-პეტრე და თომა (რომელსაც ტყუპი ერქვა), ნათანაელი გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მისი მოწაფეთაგანი. 3ეუბნება მათ სიმონ-პეტრე: „სათევზაოდ მივდივარ.“ უთხრეს მას: „ჩვენც წამოვალთ შენთან ერთად.“ გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში. და ვერაფერი დაიჭირეს იმ ღამეს. #ლკ 5:5.
4როდესაც თენდებოდა, იესო იდგა ნაპირზე, მოწაფეებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო. 5ეუბნება მათ იესო: „შვილებო, არა გაქვთ საჭმელი?“ მიუგეს მას: „არა.“ 6უთხრა მათ: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით.“ ისროლეს და ვეღარ შეძლეს ამოზიდვა თევზის სიმრავლის გამო. #ლკ 5:6. 7ეუბნება პეტრეს მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს: „ეს უფალია.“ სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა. 8ხოლო სხვა მოწაფეებიც გამოვიდნენ ნავით, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, ასე ორას წყრთაზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე.
9ხმელეთზე რომ გადმოვიდნენ, დაინახეს დაწყობილი ნაკვერცხლები და ზედ დადებული თევზი და პური. 10ეუბნება მათ იესო: „იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ.“ 11ავიდა ნავზე სიმონ-პეტრე და ხმელეთზე გადმოათრია ბადე, 153 დიდი თევზით სავსე; და, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი იყო, ბადე არ გაიხა. 12ეუბნება მათ იესო: „მოდით, ისაუზმეთ.“ მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, ეკითხა, ვინ ხარ, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ, ასევე თევზიც. 14ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, მკვდრეთით აღმდგარი.
15რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: „სიმონ იოანეს ძეო, გიყვარვარ ამათზე მეტად?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „აძოვე ჩემი კრავები.“ 16ეუბნება მას კვლავ მეორედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები.“ 17ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ დაღონდა პეტრე, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ?“ და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები. 18ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. ხოლო როდესაც დაბერდები, გაშლი ხელს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს.“ 19ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: „მომყევი მე!“
20მოტრიალდა პეტრე და დაინახა, რომ მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, მოსდევდა მათ. რომელიც მკერდზე მიეყრდნო მას სერობისას და უთხრა: „უფალო, ვინ არის, რომელიც შენ გაგცემს?“ #იო 13:25. 21ის რომ დაინახა პეტრემ, ეუბნება იესოს: „უფალო, ამას რა?“ 22ეუბნება მას იესო: „მე თუ მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა? შენ მე გამომყევი.“ 23და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ, „თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა?“
24ეს არის ის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც, დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, მთელი ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
Currently Selected:
John 21: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: