John 8
8
1და ავიდა იესო ზეთისხილის მთაზე. 2დილით ადრე კი კვლავ დაბრუნდა ტაძარში. და მთელი ხალხი მივიდა მასთან. და დაჯდა და ასწავლიდა მათ. 3მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, მრუშობაში შეპყრობილი, დააყენეს შუაში 4და უთხრეს მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაშია შეპყრობილი. 5მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?“ #ლევ 20:10; რჯ 22:22-24. 6ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა რამეში ბრალი დაედოთ, მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერა დაიწყო. 7და რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა.“ 8და კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. 9ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ და დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. 10წამოიმართა იესო და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ 11უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“
12და კვლავ დაიწყო იესომ და თქვა: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“#მთ 5:14; იო 9:5. 13უთხრეს მას ფარისევლებმა: „შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.“ #იო 5:31. 14მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ. 15თქვენ ხორცის მიხედვით განსჯით, მე კი არავის განვსჯი. 16და მე თუ განვსჯი, ჩემი განსჯა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. 17თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია. #რჯ 19:15. 18მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.“ 19უთხრეს მას: „სად არის შენი მამა?“ უთხრა მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ.“ 20ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როდესაც ტაძარში ასწავლიდა. და არავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.
21და კვლავ უთხრა მათ იესომ: „მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში მოკვდებით. სადაც მე მივდივარ, იქ თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლას.“ 22ებრაელებმა ერთმანეთს უთხრეს: „თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: ‘სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ იქ მოსვლას?’“ 23უთხრა მათ: „თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ. თქვენ ამ ქვეყნისანი ხართ, მე კი ამ ქვეყნისა არა ვარ. 24ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.“ 25უთხრეს მას: „ვინ ხარ შენ?“ უთხრა მათ იესომ: „თავიდანვე გითხარით და ახლაც გეუბნებით თქვენ: 26ბევრი მაქვს თქვენზე სათქმელი და განსასჯელი. მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვამბობ ქვეყნად.“ 27ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ. 28უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. 29ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, არ დამტოვა მარტო, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი.“ 30როდესაც ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31და უთხრა იესომ იმ ებრაელებს, რომლებიც ერწმუნენ მას: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები იქნებით, 32შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“ 33მიუგეს მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ; როგორღა ამბობ, გაგათავისუფლებთო?“#მთ 3:9; ლკ 3:8.
34მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა. 35მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, ძე კი რჩება საუკუნოდ. 36თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. 37ვიცი, რომ აბრაამის ნაშიერნი ხართ, მაგრამ ჩემი მოკვლა გინდათ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 38მე იმას ვაუწყებ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ.“
39მიუგეს და უთხრეს მას: „ჩვენი მამა აბრაამია!“ უთხრა მათ იესომ: „თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. 40ახლა კი მე მეძებთ მოსაკლავად, ადამიანს, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან მოვისმინე. აბრაამს კი ასეთი რამ არ გაუკეთებია. 41თქვენ თქვენი მამის საქმეებს აკეთებთ.“ უთხრეს მას: „ჩვენ სიძვით შობილნი არა ვართ, ერთი მამა გვყავს – ღმერთი.“ 42უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ იყოს თქვენი მამა, მაშინ გეყვარებოდით მე, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისაგან, რადგან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 43რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვების მოსმენა. 44თქვენი მამა ეშმაკია და თქვენი მამის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდანვე და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როდესაც სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა. 45ხოლო რაკი მე ჭეშმარიტებას ვამბობ, არა გწამთ ჩემი. 46რომელი თქვენგანი მამხილებს მე ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 47ვინც ღმერთისგანაა, ღმერთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ.“
48მაშინ მიუგეს ებრაელებმა და უთხრეს მას: „განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?“ 49მიუგო იესომ: „ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიოდ მყოფთ მე. 50თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმსჯელი. 51ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას შეინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე.“ 52უთხრეს მას ებრაელებმა: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ‘ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილს.’ 53ნუთუ შენ ჩვენს მამა აბრაამზე უდიდესი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?“ 54მიუგო იესომ: „მე რომ ჩემს თავს განვადიდებდე, ჩემი დიდება არაფერი იქნებოდა. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზედაც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო. 55თქვენ ის ვერ გიცვნიათ, მე კი ვიცი ის. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცი იგი, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცი იგი და ვინახავ მის სიტყვას. 56აბრაამი, თქვენი მამა, სიხარულით მოელოდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს, იხილა და გაიხარა.“ 57უთხრეს მას ებრაელებმა: „ჯერ 50 წლისაც არა ხარ და აბრაამი გიხილავს?“ 58უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.“ 59მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან.
Currently Selected:
John 8: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: