Luke 11
11
1ისე მოხდა, რომ ერთგან, ლოცვისას, ლოცვა რომ დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს.“ 2უთხრა მათ: „როდესაც ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. 3პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველ დღე. 4და მოგვიტევე ჩვენ ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში.“ 5და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: ‘მეგობარო, მასესხე სამი პური, 6რადგან ნამგზავრი მეგობარი მომივიდა და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო,’ 7და მან შიგნიდან გამოგძახოს: ‘ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა.’ 8გეუბნებით თქვენ, თუ არ ადგება მეგობრობის გამო და არ მისცემს პურს, თავს რომ მოაბეზრებს, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება. 9გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. 10რადგან ყველა მთხოვნელი მიიღებს, და მძებნელი იპოვის, და დამკაკუნებელს გაეღება. 11რომელი მამა იქნება თქვენში, შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს? 12ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს და მორიელი მისცეს? 13მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, რამდენად უფრო მეტად მისცემს ზეციერი მამა სულიწმიდას მათ, ვინც სთხოვს!“
14და განდევნა ეშმაკი კაცისაგან, რომელიც მუნჯი იყო. და როდესაც ეშმაკი გავიდა, მუნჯი ალაპარაკდა და გაოცდა ხალხი. 15ზოგიერთი ამბობდა: „ეშმაკთა მთავრით, ბელზებულით, დევნის ეშმაკებს.“#მთ 9:34; 10:25. 16სხვანი გამოსაცდელად მოითხოვდნენ მისგან ნიშანს ციდან. #მთ 12:38; 16:1; მრკ 8:11. 17ხოლო მან იცოდა მათი ფიქრები და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ არის გაყოფილი, გაუდაბურდება და სახლი სახლზე დაემხობა. 18და თუ სატანა გაყოფილია თავისი თავის წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? – რადგან ამბობთ, რომ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს. 19თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. 20თუ მე ღმერთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი. 21როდესაც ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარ-მიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის. 22მაგრამ თუ მასზე ძლიერი დაესხმის თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ნადავლს გაანაწილებს. 23ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. #მრკ 9:40.
24როდესაც უწმიდური სული გამოვა ადამიანისგან, დადის ურწყულ ადგილებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: ‘დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.’ 25მივა და იპოვის მას, დაგვილსა და მოწესრიგებულს. 26მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის ეს უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.“
27ისე მოხდა, რომ ამის ლაპარაკისას, ერთმა ქალმა აღიმაღლა ხმა ხალხიდან და უთხრა მას: „ნეტარია საშო, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.“ 28ხოლო მან თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც ისმენს და იცავს ღმერთის სიტყვას.“
29და როდესაც უფრო მეტმა ხალხმა მოიყარა თავი, დაიწყო მან ლაპარაკი: „ეს თაობა ბოროტი თაობაა; ითხოვს ნიშანს და ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა; #მთ 16:4; მრკ 8:12. 30რადგან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ასევე იქნება ამ თაობისთვის კაცის ძე. #იონ 3:4. 31სამხრეთის დედოფალი წამოდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ. იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ სოლომონზე მეტია. #3მფ 10:1-10; 2ნშ 9:1-12. 32ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ იონაზე მეტია. #იონ 3:5.
33არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს. #მთ 5:15; მრკ 4:21; ლკ 8:16. 34სხეულის სანთელი შენი თვალია. როდესაც შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებულია. მაგრამ როდესაც იგი ავია, შენი სხეულიც ბნელია. 35ამიტომ ნახე, ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის? 36თუ შენი სხეული მთლიანად განათებულია და ბნელის არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად გაბრწყინებული იქნება, თითქოს ნათელი ელვა განათებდეს თავისი ელვარებით.“
37ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური. შევიდა და სუფრას მიუჯდა. 38ფარისეველს გაუკვირდა, როდესაც დაინახა, რომ მან არ განიბანა ჭამის წინ. 39უთხრა მას უფალმა: „თქვენ, ფარისეველნი, თასსა და ლანგარს გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით. 40უგუნურებო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც? 41მაშ გაეცით მოწყალება, რაც ჭურჭლის შიგნითაა, და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ. 42მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ იხდით პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილის მეათედს და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა უგულებელგეყოთ. #ლევ 27:30. 43ვაი თქვენ, ფარისეველნო, რადგან გიყვართ წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში და პატივით მოსალმება მოედნებზე! 44ვაი თქვენ, რადგან მიტოვებული სამარხებივით ხართ, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!“ 45მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა: „მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც შეურაცხგვყოფ.“ 46მან კი უთხრა: „ვაი თქვენც, რჯულის მოძღვარნო, რომ ჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი ამ ტვირთს თითსაც არ აკარებთ. 47ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველებს, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს! 48ამით თქვენ ემოწმებით და ეთანხმებით თქვენი მამების საქმეებს, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი მათ სამარხებს უშენებთ. 49ამიტომ თქვა ღმერთის სიბრძნემ: ‘წარვგზავნი მათთან წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან,’ 50რათა ამ თაობას მოეკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც სამყაროს შექმნიდან დაღვრილა, 51აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იქნა მოკლული. დიახ, გეუბნებით თქვენ, ამ თაობას მოეკითხება. #დაბ 4:8; 2ნშ 24:20,21. 52ვაი თქვენ, რჯულის მოძღვარნო, ცოდნის გასაღები რომ მიიტაცეთ! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.“ 53როდესაც იქიდან გამოდიოდა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაუწყეს დიდად შევიწროება და მაგრად შეუტიეს, რომ ბევრ რამეზე აელაპარაკებინათ. 54ჩასაფრებულები იყვნენ, რომ რაიმე დაეცდენინებინათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
Currently Selected:
Luke 11: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: