YouVersion Logo
Search Icon

Acts 7

7
1უთხრა მღვდელმთავარმა: „ნამდვილად ასეა?“ 2მან თქვა: „ძმებო და მამებო, ისმინეთ! დიდების ღმერთი გამოეცხადა ჩვენს მამას, აბრაამს, შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დასახლდებოდა, და უთხრა მას: #დაბ 12:1. 3‘გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.’ 4მაშინ გამოვიდა ის ქალდეველთა ქვეყნიდან და დასახლდა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ. #დაბ 11:31; დაბ 12:4. 5და ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მიუცია მისთვის იქ სამკვიდროდ. მაგრამ აღუთქვა, რომ მისცემდა ამ ადგილს სამფლობელოდ მას და მის შთამომავლებს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ შვილიც არ ჰყავდა. #დაბ 12:7; 13:15; 15:18; 17:8. 6და ასე აუწყა მას ღმერთმა, რომ მისი ნაშიერი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ მას და დაჩაგრავდნენ ოთხას წელიწადს. #დაბ 15:13,14. 7‘იმ ხალხს კი, ვისაც დაემონებიან, მე განვსჯი,’ – თქვა ღმერთმა, – ‘და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან და თაყვანსა მცემენ ამ ადგილას.’ #გამ 3:12. 8და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. და ამგვარად შვა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს; ხოლო ისააკმა – იაკობი, იაკობმა – 12 მამამთავარი. #დაბ 17:10-14; დაბ 21:2-4; დაბ 25:26; დაბ 29:31—35:18. 9მამამთავრებს შეშურდათ იოსებისა და გაყიდეს იგი ეგვიპტეში, მაგრამ ღმერთი იყო მასთან. #დაბ 37:11; დაბ 37:28; დაბ 39:2,21. 10იხსნა იგი ყველა მისი გასაჭირისგან და უბოძა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინაშე, რომელმაც დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამგებლად. #დაბ 41:39-41. 11მოვიდა შიმშილი და დიდი გასაჭირი მთელ ეგვიპტესა და ქანაანში, და ჩვენი მამები ვერ შოულობდნენ საზრდოს. #დაბ 42:1,2. 12ხოლო როდესაც იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში პური არის, გაგზავნა ჩვენი მამები პირველად; 13მეორედ მისვლისას გაუმჟღავნა იოსებმა თავის ძმებს თავი და ცნობილი გახდა ფარაონისთვის იოსების წარმომავლობა. #დაბ 45:1; დაბ 45:16. 14გაგზავნა იოსებმა და მოიწვია თავისი მამა იაკობი და მთელი თავისი გვარი, 75 სული. #დაბ 45:9,10,17,18; დაბ 46:27 (LXX). 15და ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში. და გარდაიცვალა იგი, და ჩვენი მამებიც. #დაბ 46:1-7; დაბ 49:33. 16გადმოასვენეს ისინი შექემს და ჩაასვენეს სამარხში, რომელიც აბრაამმა იყიდა ვერცხლის ფასად შექემში ჰამორის ძეთაგან. #დაბ 23:3-16; 33:19; 50:7-13; ისნ 24:32. 17და როდესაც ახლოვდებოდა აღთქმის ჟამი, ღმერთი რომ შეჰპირდა აბრაამს, იმატა ხალხმა ეგვიპტეში და გამრავლდა, #გამ 1:7,8. 18ვიდრე არ აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც იოსებს არ იცნობდა. 19ის ჩვენი მოდგმის წინააღმდეგ ბოროტად იქცეოდა, აიძულებდა ჩვენს მამებს, გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ. #გამ 1:10,11; გამ 1:22. 20ამ დროს დაიბადა მოსე და იყო სათნო ღმერთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა. #გამ 2:2. 21ხოლო როდესაც გადააგდეს, აიყვანა ის ფარაონის ასულმა და შვილად გაზარდა.#გამ 2:3-10. 22განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით. 2340 წელი რომ შეუსრულდა, გულით მოუნდა თავისი ძმების, ისრაელის შვილების, მონახულება. #გამ 2:11-15. 24და როდესაც დაინახა, რომ ერთ-ერთ მათგანს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა დაჩაგრულს, შური იძია და განგმირა ეგვიპტელი. 25ეგონა, მიხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით აპირებდა მათ ხსნას, მაგრამ ვერ მიხვდნენ. 26მეორე დღეს მოევლინა მათ, როდესაც ჩხუბობდნენ, მოინდომა მათი დაზავება და უთხრა: ‘კაცნო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?’ 27მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ‘ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? 28ჩემი მოკვლაც ხომ არ გინდა, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?’ 29გაიქცა მოსე ამ სიტყვებზე და გახდა ხიზანი მიდიამის ქვეყანაში, სადაც შეეძინა ორი ვაჟი. #გამ 18:3,4. 30და როდესაც შესრულდა 40 წელი, ეჩვენა მას სინაის მთის უდაბნოში ანგელოზი ალმოდებული მაყვლოვანიდან. #გამ 3:1-10. 31მოსემ დაინახა და განცვიფრდა ამ ხილვით. მიუახლოვდა, რომ დაკვირვებოდა, და იყო უფლის ხმა: 32‘მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა.’ შეძრწუნდა მოსე და ვერ გაბედა შეხედვა. 33უთხრა მას უფალმა: ‘გაიძვრე სანდლები ფეხთაგან, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა. 34მე ვხედავ ჩემი ხალხის გასაჭირს ეგვიპტეში და მესმის მისი გმინვა, და ჩამოვედი მათ გამოსახსნელად. ახლა წადი, მე მიგავლენ შენ ეგვიპტეში.’ 35ეს ის მოსეა, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ‘ვინ დაგნიშნა მთავრად და მსაჯულად?’ ის, ვინც ღმერთმა მთავრად და მხსნელად მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას მაყვლოვანში ეჩვენა. #გამ 2:14. 36მან გამოიყვანა ისინი და ახდენდა სასწაულებს და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში 40 წელი. #გამ 7:3; გამ 14:21; რცხ 14:33. 37ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის შვილებს: ‘წინასწარმეტყველს, ისეთს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ ღმერთი თქვენ ძმათაგან. მას უსმინეთ!’ #რჯ 18:15,18. 38ეს არის ის, ვინც ხალხის კრებულთან ერთად უდაბნოში იყო და ვისაც ანგელოზი ელაპარაკებოდა სინაის მთაზე ჩვენი მამებისათვის; ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები ჩვენთვის გადმოსაცემად; #გამ 19:1—20:17; რჯ 5:1-33. 39ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთ გულებში ეგვიპტისკენ მიიქცნენ. 40უთხრეს აარონს: ‘გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა, არ ვიცით, რა დაემართა.’#გამ 32:1. 41და გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და ხარობდნენ თავიანთი ხელის ქმნილებით. #გამ 32:2-6. 42ზურგი შეაქცია მათ ღმერთმა და ციური მხედრობის სამსახურს გადასცა ისინი, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნში წერია: ‘განა მოგქონდა ჩემთვის საკლავი და მსხვერპლი უდაბნოში ორმოც წელიწადს, ისრაელის სახლო? #ამო 5:25-27 (LXX). 43დაატარებდით მოლოქის კარავს და თქვენი ღმერთის, რეფანის, ვარსკვლავს და გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რომ თაყვანი გეცათ მათთვის, და მეც გადაგასახლებთ ბაბილონს იქით.’ 44მოწმობის კარავი ჰქონდათ ჩვენს მამებს უდაბნოში, როგორც დაუწესა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახით, რომელიც იხილა. #გამ 25:9,40. 45მიიღეს იგი ჩვენმა მამებმა და იესოსთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ღმერთმა განდევნა ჩვენი მამების წინაშე. ასე იყო დავითის დღეებამდე. #ისნ 3:14-17. 46მან ჰპოვა მადლი ღმერთის წინაშე და ლოცულობდა, რომ იაკობის ღმერთისთვის სავანე ეპოვა. #2მფ 7:1-16; 1ნშ 17:1-14. 47სახლი კი სოლომონმა აუგო მას. #3მფ 6:1-38; 2ნშ 3:1-17. 48მაგრამ უზენაესი არ მკვიდრობს ხელთქმნილში, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: 49‘ცა ტახტია ჩემი და დედამიწა – ჩემს ფეხთა კვარცხლბეკი,’ – ამბობს უფალი, – ‘როგორ სახლს ამიგებთ მე ან რომელი ადგილია ჩემი დასასვენებლი? #ესა 66:1,2. 50განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?’ 51ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც. #ესა 63:10. 52რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები? მათ დახოცეს მართალის მოსვლის წინასწარ მაუწყებელნი, იმისი, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით, 53თქვენ, რომლებმაც მიიღეთ რჯული ანგელოზების განწესებით და არ დაიცავით იგი.“
54ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს უღრჭიალებდნენ მას. 55მან კი, სულიწმიდით აღვსილმა, ახედა ცას და დაინახა ღმერთის დიდება და ღმერთის მარჯვენით მდგარი იესო. 56და თქვა: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღმერთის მარჯვნივ მდგომს.“ 57მაგრამ მათ ხმამაღალი ყვირილი მორთეს, ყურები დაიცვეს და ერთსულოვნად დაეძგერნენ. 58გაათრიეს ქალაქის გარეთ და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფეხთით, რომელსაც სავლე ერქვა. 59და რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული!“ 60მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ ჩაუთვლი მათ ამას ცოდვად!“ ეს თქვა და მიიძინა.

Currently Selected:

Acts 7: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in