Acts 8
8
1სავლე მათ შორის იყო, ვინც მოიწონა მისი მოკვლა. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და მოციქულთა გარდა ყველა გაიფანტა იუდეისა და სამარიის მხარეებში. 2დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს. 3სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები, და საპყრობილეში ყრიდა მათ. #საქ 22:4,5; 26:9-11.
4ხოლო გაფანტულები დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას. 5ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრისტეს. 6ხალხი ერთსულოვნად ყურს უგდებდა ფილიპეს, უსმენდა მის სიტყვებს და ხედავდა ნიშნებს, რომელთაც ახდენდა იგი. 7უწმიდური სულები ბევრი შეპყრობილისაგან ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ, მრავალი დამბლადაცემული და ხეიბარი იკურნებოდა. 8და დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში. 9ცხოვრობდა ადრიდანვე იმ ქალაქში ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ჯადოქრობით აოცებდა სამარიელ ხალხს და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. 10ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ღმერთის ძალაა, დიდად წოდებული.“ 11ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოცებდა მათ ჯადოქრობით. 12როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ კაცებიც და ქალებიც. 13თავად სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და ჩადენილ დიდ სასწაულებსა და ძალებს რომ ხედავდა, გაოცებული იყო. 14გაიგეს იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა, რომ სამარიამ მიიღო ღმერთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე, 15რომლებიც ჩავიდნენ იქ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა. 16რადგან მანამდე არც ერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ მონათლულები იყვნენ უფალი იესოს სახელით. 17მაშინ დაადეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა. 18როდესაც დაინახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელების დადებით ეძლეოდათ სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ 19და თქვა: „მეც მომეცით ხელმწიფება, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა.“ 20პეტრემ უთხრა მას: „შენი ვერცხლი შენთან იყოს შენს დასაღუპად, რადგან ღმერთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე. 21არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, რადგან შენი გული არ არის წრფელი ღმერთის წინაშე. 22მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა, 23რადგან მწარე შურითა და ცოდვით შებორკილს გხედავ.“ 24მიუგო სიმონმა და უთხრა მათ: „შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არ მეწიოს თქვენი ნათქვამი.“ 25ხოლო როდესაც დაამოწმეს და ილაპარაკეს უფლის სიტყვა, გაბრუნდნენ იერუსალიმისკენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
26უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: „ადექი და წადი სამხრეთისაკენ იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის.“ (უკაცრიელია იგი.) 27ადგა და წავიდა. და, აჰა, კაცი, ეთიოპელი საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკეს, დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანის საცემად მოსულიყო იერუსალიმში, 28უკან ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდარი, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. 29უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი და ახლოს დაუდექი მაგ ეტლს.“ 30მიირბინა ფილიპემ და, როცა მოისმინა, რომ იგი ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, უთხრა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“ 31მან უთხრა: „როგორ შევძლებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. 32წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, ეს იყო: „კრავივით წაიყვანეს დასაკლავად და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ დაუძრავს მასაც ბაგე. #ესა 53:7,8 (LXX). 33დამცირებაში წაერთვა სამართალი და ვინ მოიკითხავდა მის წარმომავლობას? რადგან მისი სიცოცხალე აღიგავა დედამიწისაგან.“ 34მიუგო საჭურისმა ფილიპეს და უთხრა: „გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი, თავის თავზე, თუ სხვა ვინმეზე?“ 35გახსნა ფილიპემ ბაგე და დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ. 36როდესაც გზად გაემართნენ, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს, რომ მოვინათლო?“ 37უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.“ მან მიუგო და უთხრა: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა.“ 38და უბრძანა, გაეჩერებინა ეტლი და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა იგი. 39ხოლო როდესაც წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა წარიტაცა ფილიპე და ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა. და გახარებული გაემართა თავის გზაზე. 40ფილიპე კი აღმოჩნდა აზოტში, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.
Currently Selected:
Acts 8: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: