Genesis 11
11
1ერთი ენა ჰქონდა მთელ ქვეყნიერებას და ერთნაირი სიტყვები. 2და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის მიწაზე და იქ დამკვიდრდნენ. 3და უთხრეს ერთმანეთს: „მოდი, მოვჭრათ აგური და გამოვწვათ ცეცხლში.“ და ჰქონდათ აგური ქვის ნაცვლად და კირის მაგივრად ფისი. 4და თქვეს: „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ზეცას მისწვდება. ასე შევიქმნათ სახელი, რომ არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე.“ 5ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები. 6და თქვა უფალმა: „ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ. რაკი ეს საქმე წამოიწყეს, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. 7აბა, ჩავიდეთ და ავრიოთ მათი ენა, რომ ვერ გაიგონ ერთმანეთის ენა!“ 8და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მთელი დედამიწის ზურგზე და მათ ვეღარ დაასრულეს ქალაქის შენება#11:8 ქალაქის: ზოგი ხელნაწერი ამატებს ‘და გოდოლის’. 9ამიტომ ეწოდა იმ ქალაქს ბაბილონი, რადგან უფალმა იქ აღრია მათი ენა და გაფანტა ისინი დედამიწის ზურგზე.
10ეს არის სემის მოდგმა: 100 წლისა იყო სემი, როცა წარღვნიდან ორი წლის შემდეგ შვა არფაქშადი, 11და იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ 500 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
1235 წლისა იყო არფაქშადი, როდესაც შეეძინა შელახი. 13და იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ 403 წელი და მას კვლავ შეეძინა ძენი და ასულნი.
1430 წლისა იყო შელახი, როდესაც შვა ყებერი. 15და იცოცხლა ყებერმა შელახის დაბადების შემდეგ 403 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
1634 წლისა იყო ყებერი, როდესაც შვა ფელეგი. 17და იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ 430 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
1830 წლისა იყო ფელეგი, როდესაც შვა რეღუ. 19და იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ 209 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
2032 წლისა იყო რეღუ, როდესაც შეეძინა სერუგი. 21და იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ 207 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
2230 წლისა იყო სერუგი, როდესაც შვა ნახორი. 23და იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ 200 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
2429 წლისა იყო ნახორი, როდესაც შვა თერახი. 25და იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ 119 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
26და იცოცხლა თერახმა 70 წელი და შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.
27და ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; და ჰარანმა შვა ლოტი. 28და მოკვდა ჰარანი თერახის, მამამისის სიცოცხლეშივე, თავისი შობის ქვეყანაში – ქალდეველთა ურში. 29მოიყვანეს აბრამმა და ნახორმა ცოლები. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს – მილქა, იგი იყო ასული ჰარანისა, რომელიც იყო მილქასა და ისქას მამა. 30და იყო სარაი ბერწი, და არ ჰყავდა შვილი.
31და წაიყვანა თერახმა აბრამი, თავისი ძე და ლოტი, ჰარანის ძე – თავისი შვილიშვილი და სარაი – თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის ცოლი, და მათთან ერთად გავიდა ქალდეველთა ურიდან, ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. და მივიდნენ ხარანამდე და იქ დასახლდნენ. 32იცოცხლა თერახმა 205 წელი და მოკვდა ხარანში.
Currently Selected:
Genesis 11: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: