Genesis 17
17
1იყო აბრამი 99 წლისა, როცა გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. იარე ჩემს წინაშე და წრფელი იყავი. 2და დავდებ ჩემს აღთქმას მე და შენს შორის, და ძლიერ გაგამრავლებ.“ 3და დაემხო აბრამი პირქვე; და უთხრა მას ღმერთმა: 4„აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: შენ გახდები მრავალი ხალხის მამა! 5და ამიერიდან აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი,#17:5 აბრამი: ებრ. ‘მამა მაღალთა’. არამედ აბრაამი,#17:5 აბრაამი: ‘მამა მრავალთა’. რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ.#რომ 4:17. 6და ძლიერ გაგამრავლებ და მრავალი ერი წარმოიშობა შენგან, და მეფენი წარმოიშობიან შენგან. 7და დავდებ აღთქმას მე და შენს შორის და შენს შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები.#ლკ 1:55. 8და მოგცემთ შენ და შენს მოდგმას, შენი ხიზნობის ქვეყანას – ქანაანის მთელს ქვეყანას – საუკუნო საკუთრებად და მე ვიქნები მათი ღმერთი.“#საქ 7:5.
9და შემდეგ უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა მოდგმამ თაობიდან თაობამდე. 10ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა მე და თქვენს შორის და შენს მოდგმას შორის თაობიდან თაობამდე: წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.#საქ 7:8; რომ 4:11. 11დაიცვითეთ ჩუჩის წვერი, და იყოს ეს ნიშნად აღთქმისა მე და თქვენს შორის. 12რვა დღისამ დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამრმა თაობიდან თაობამდე, შინ შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი თესლისაგანი. 13წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა და შენმა ვერცხლით ნაყიდმა, და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად. 14და წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.“
15და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, არამედ სარა იყოს სახელი მისი. 16ვაკურთხებ მას, და ძესაც შეგძენ მისგან, მე ვაკურთხებ მას და ერები და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.“ 17და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, გულში თქვა: „ნუთუ შვილი შეეძინება 100 წლის კაცს? ნუთუ შვილს დაბადებს 90 წლის სარა?“ 18და უთხრა აბრაამმა ღმერთს: „ნეტავ, ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!“ 19და უთხრა ღმერთმა: „სწორედ რომ სარა, შენი ცოლი, გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად ისააკს! და დავდებ მასთან და მის მოდგმასთან ჩემს აღთქმას საუკუნოდ. 20ისმაელზეც ვისმინე შენი თხოვნა და ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და გავამრავლებ მას დიდად. 12 მთავარი გამოვა მისგან და დიდი ერის მამამთავარი გახდება იგი. 21და ჩემს აღთქმას დავამყარებ ისააკთან, რომელსაც სარა გიშობს გაისად, დღეისსწორს.“ 22და დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი აბრაამთან და ამაღლდა მისგან.
23და აიყვანა აბრაამმა ისმაელი, თავისი ძე, და ყოველი თავის სახლში შობილი, და ყოველი ვერცხლით ნაყიდი, ყოველი მამრი თავისი სახლისა, და წინადაცვითა მათ სწორედ იმ დღეს, როგორც უთხრა მას ღმერთმა. 24აბრაამი იყო 99 წლისა, როდესაც დაიცვითა ჩუჩის წვერი. 25და ისმაელი, მისი ძე, 13 წლისა იყო, როდესაც აბრაამმა დაუცვითა მას ჩუჩის წვერი. 26სწორედ იმ დღეს წინადაიცვითეს აბრაამმა და მისმა ძემ, ისმაელმა, 27და მისი სახლის ყოველმა მამრმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა; ყველა ამათ მასთან ერთად წინადაიცვითეს.
Currently Selected:
Genesis 17: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა