YouVersion Logo
Search Icon

Genesis 36

36
1ეს არის ესავის ანუ ედომის მოდგმა: 2ესავმა მოიყვანა ცოლები ქანაანის ასულთაგან: ყადა, ასული ხეთელი ელონისა, და ოჰოლიბამა, ასული ყანასი, ხიველი ციბეყონის ძისა;#დაბ 26:34. 3და ბასემათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.#დაბ 28:9. 4ყადამ უშვა ესავს ელიფაზი, ხოლო ბასემათმა შვა რეღუელი, 5და ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იაყლამი და კორახი. ესენი იყვნენ ესავის ძენი, რომელნიც მას შეეძინნენ ქანაანის ქვეყანაში.
6და აიყვანა ესავმა თავისი ცოლები და თავისი ძენი და ასულნი, და მთელი თავისი სახლეული, თავისი საქონელი და თავისი პირუტყვი, და მთელი თავისი ქონება, რომელიც შეიძინა ქანაანში, და წავიდა სხვა ქვეყანაში იაკობისგან, თავისი ძმისგან, 7რადგან დიდძალი დოვლათი ჰქონდათ და ვერ შეძლეს ერთად ცხოვრება. და ვერ დაიტია ისინი მათი ხიზნობის ქვეყანამ ჯოგების სიმრავლის გამო. 8და დასახლდა ესავი სეყირის მთაზე; ესავი იგივე ედომია.
9ეს არის ესავის, ედომელთა მამის მოდგმა, სეყირის მთაზე რომ მკვიდრობდნენ. 10ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა, რეღუელი, ძე ბასემათისა, ესავის ცოლისა, 11და ელიფაზის შვილები იყვნენ: თემანი, ომარი, ცეფო, გაყთამი და კენაზი. 12და თიმნაყი იყო ხარჭა ელიფაზისა, ესავის ძისა, რომელმაც ელიფაზს უშვა ყამალეკი. ესენი იყვნენ ძენი ყადასი, ესავის ცოლისა. 13და ესენი იყვნენ რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი შვა ბასემათმა, ესავის ცოლმა. 14ხოლო ესენი იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა, ასულისა ყანასი, ძისა ციბეყონისა. და უშვა მან ესავს: იეყუში, იაყლამი და კორახი.
15და ესენი იყვნენ ესავის ძეთა თავკაცნი. ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი, 16თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთამი, თავკაცი ყამალეკი. ესენი იყვნენ ელიფაზის თავკაცნი ედომის ქვეყანაში; ესენი იყვნენ ძენი ყადასი. 17და ესენი იყვნენ ძენი რეღუელისა, ესავის ძისა: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა. ესენი იყვნენ უხუცესნი რეღუელისა ედომის ქვეყანაში, რომლებიც იყვნენ ესავის ცოლის, ბასემათის ძენი. 18და ესენი იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაყლამი, თავკაცი კორახი, რომლებიც იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა. 19და ესენი იყვნენ ესავის ანუ ედომის ძენი და მათი თემები.#36:19 ან თავკაცნი
20და ესენი იყვნენ ძენი ხორიელი სეყირისა, იმ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბეყონი, ყანა, 21დიშონი, ეცერი და დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელი თავკაცნი ედომის ქვეყანაში, სეყირის ძენი. 22ლოტანის ძენი იყვნენ ხორი და ჰემანი, ხოლო ლოტანის და იყო თიმნაყი. 23ესენი იყვნენ შობალის ძენი: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი. 24ესენი იყვნენ ციბეყონის ძენი: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც თბილი წყაროები იპოვა უდაბნოში, როდესაც მწყემსავდა თავისი მამის, ციბეყონის სახედრებს. 25ხოლო ყანას ძე იყო დიშონი და ოჰოლიბამა იყო ყანას ასული. 26ესენი იყვნენ ძენი დიშონისა: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი. 27ესენი იყვნენ ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი და ყაკანი. 28ესენი იყვნენ დიშანის ძენი: ყუცი და არანი. 29ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბეყონი, თავკაცი ყანა, 30თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები თავიანთი თავკაცებითურთ სეყირის ქვეყანაში.
31და ესენი იყვნენ მეფენი, რომელნიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელიანებს მეფე ეყოლებოდათ: 32მეფობდა ედომში ბელაყი, ძე ბეყორისა. და მის ქალაქს დინჰაბა ერქვა. 33და მოკვდა ბელაყი, და მის ნაცვლად გამეფდა იობაბი, ძე ზერახისა, ბოცრადან. 34და მოკვდა იობაბი. და მის ნაცვლად გამეფდა ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან. 35და მოკვდა ხუშამი, მის ნაცვლად გამეფდა ჰადადი, ძე ბედადისა, მძლეველი მიდიანისა მოაბის ველზე. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი. 36და მოკვდა ჰადადი, და მის ნაცვლად გამეფდა სამლა, მასრეკადან. 37და მოკვდა სამლა, და მის ნაცვლად გამეფდა შაული, მდინარისპირა რეხობოთიდან. 38და მოკვდა შაული, და მის ნაცვლად გამეფდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა. 39და მოკვდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა, და მის ნაცვლად გამეფდა ჰადარი, და მისი ქალაქის სახელი იყო ფაყუ, ხოლო სახელი მისი ცოლისა მეჰეტაბელი, ასული მატრედისა, ასულისა მე-ზაჰაბისა.
40და ესაა ესავის თავკაცების სახელები მათი საგვარეულოთა, მათი ადგილების და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ყალვა, თავკაცი იეთეთი; 41თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი, 42თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი, 43თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი იყვნენ თავკაცნი ედომისა მათ საცხოვრებელთა მიხედვით მათ საკუთარ ქვეყანაში. და ესავი არის ედომის მამამთავარი.

Currently Selected:

Genesis 36: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in