John 20
20
1შაბათის მომდევნო დღეს, განთიადზე, როდესაც ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი აღებულია სამარხიდან. 2გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: აუღიათ უფალი სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს. 3მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და ის სხვა მოწაფე და გაემართნენ სამარხისაკენ. 4ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. 5დაიხარა და დაინახა დაყრილი ტილოები, შიგ კი არ შესულა. 6მივიდა სიმონ-პეტრეც მის შემდეგ, შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი ტილოები. 7სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა მას, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას. 8მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან რომ მიასწრო პეტრეს, და იხილა და იწამა, 9რადგან აქამდე ვერ გაეგოთ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 10და დაბრუნდნენ მოწაფეები კვლავ თავისთან სახლში.
11მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა. და მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 12და დაინახა თეთრებით მოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფეხთით, სადაც იესოს სხეული ესვენა. 13და უთხრეს მას: „ქალო, რად ტირი?“ ეუბნება მათ: „წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დადეს.“ 14ეს რომ თქვა, შემობრუნდა და დაინახა იქ მდგარი იესო, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს იესო არის. 15ეუბნება მას იესო: „ქალო, რად ტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“ 16ეუბნება მას იესო: „მარიამ!“ შემობრუნდა მარიამი და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ რაც ნიშნავს: „მოძღვარო!“ 17ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ‘ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.’“ 18მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ასე უთხრა მას.
19იმავე დღის – ერთშაბათის – საღამოს, როდესაც იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, შევიდა იესო, დადგა მათ შორის და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!“ 20ეს რომ თქვა, უჩვენა ხელები და გვერდი. სიხარულით აღივსნენ მოწაფეები უფლის ხილვით. 21კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.“ 22და ეს რომ თქვა, სული შეუბერა და უთხრა: „მიიღეთ სულიწმიდა. 23ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება, ვისზეც დატოვებთ, დარჩება.“#მთ 16:19; 18:18.
24თომა, ერთი თორმეტთაგანი (ტყუპად წოდებული), არ იყო მათთან, როდესაც მივიდა იესო. 25უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი.“ მან უთხრა მათ: „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმევს და არ ჩავყოფ თითს ნალურსმევში და ხელს – მის ფერდში, ვერ ვირწმუნებ.“ 26რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შიგა ოთახში იყვნენ, და თომაც მათთან ერთად იყო. შევიდა იესო დახშულ კარებში, დადგა მათ შორის და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“ 27მერე თომას უთხრა: „მომეცი შენი თითი და იხილე ჩემი ხელები. მომეცი შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში, და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.“ 28მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ 29ეუბნება მას იესო: „იმიტომ მირწმუნე, რომ მიხილე. ნეტარ არიან, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნებს.“
30ბევრი სხვა სასწაულიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. 31ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რომელთაც ირწმუნეთ, გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
Currently Selected:
John 20: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: