John 3
3
1იყო კაცი, ერთი ფარისეველთაგანი, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. 2იგი მივიდა მასთან ღამით და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღმერთისგან ხარ მოსული მოძღვრად, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების ქმნა, როგორსაც შენ ახდენ, თუ ღმერთი არ არის მასთან.“ 3მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“ 4ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია ადამიანს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შესაძლებელია, დედის საშოში ხელმეორედ შესვლა და შობა?“ 5მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში. 6ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული. 7ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: ხელახლად უნდა იშვათ მაღლით. 8ქარს, სადაც სურს, იქ ქრის, და მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა შობილი სულისაგან.“ 9მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა მას: „როგორ შეიძლება ეს მოხდეს?“ 10მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და არ იცი ეს? 11ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს მოწმობას. 12თუ მიწიერისა გითხარით და არ გწამთ, როგორღა იწამებთ, ზეციერისა რომ გითხრათ? 13არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეციდან გარდამოსულისა – კაცის ძისა. 14როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე. #რცხ 21:9. 15რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. 16რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. 17რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყანაზე, რომ დასაჯოს ეს ქვეყანა, არამედ, რათა იხსნას ქვეყანა მისი მეშვეობით. 18ვისაც ის სწამს, არ დაისჯება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე დასჯილია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი. 19სასჯელი კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა ქვეყანაზე და ადამიანებმა ნათელზე მეტად შეიყვარეს ბნელი, რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები. 20რადგან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნას მხილებული მისი საქმეები. 21ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.“
22ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდეის ქვეყანაში, დარჩა იქ მათთან და ნათელს სცემდა. 23იოანე კი ნათელს სცემდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ მასთან და ინათლებოდნენ. #მთ 14:3; მრკ 6:17; ლკ 3:19,20. 24რადგან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული. 25მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმედის გამო. 26მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და ვისზეც შენ მოწმობდი, აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან.“ 27მიუგო იოანემ და თქვა: „ადამიანი ვერაფერს მიიღებს თვითონ, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული. 28თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი: ‘მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე.’#იო 1:20. 29ვისაც სასძლო ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა. 30ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე.
31ციდან მომავალი ყველაზე უმაღლესია. ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწისას ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი კი ყველაზე უმაღლესია, 32რაც მან იხილა და ისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ იღებს. 33ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია. 34ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ამბობს. რადგან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს. 35მამას უყვარს ძე და ყველაფერი მისცა მას ხელთ. #მთ 11:27; ლკ 10:22. 36ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღმერთის რისხვა დარჩება მასზე.“
Currently Selected:
John 3: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: