YouVersion Logo
Search Icon

Luke 14

14
1მოხდა ისე, რომ ერთ შაბათ დღეს ის ფარისეველთა ერთი მთავრის სახლში შევიდა პურის საჭმელად, და ისინი უთვალთვალებდნენ მას. 2და, აჰა, მის წინაშე წარდგა ერთი კაცი, წყალმანკით დაავადებული. 3მიმართა იესომ და უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“ 4ისინი დუმდნენ. და შეეხო მას, განკურნა და გაუშვა. 5და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს ვირი, ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში შაბათ დღეს, განა მყისვე არ ამოიყვანს?“#მთ 12:11. 6და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის გაცემა.
7როდესაც შენიშნა, როგორ ირჩევდნენ წინა ადგილებს მოწვეულები, იგავი უთხრა მათ: 8„ვინმემ რომ ქორწილში მიგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, ვაითუ შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული, #იგვ 25:6,7. 9რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და არ გითხრას: ‘დაუთმე ამას შენი ადგილი!’ მაშინ შერცხვენილს უკანასკნელი ადგილის დაკავება მოგიწევს. 10მაგრამ როცა მიგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას: ‘მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!’ მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე. 11რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“#მთ 23:12; ლკ 18:14. 12უთხრა თავის მასპინძელსაც: „როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო, 13არამედ, როცა ლხინს მართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. 14და ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.“
15ეს რომ გაიგონა ერთმა მასთან მჯდომმა, უთხრა მას: „ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმერთის სასუფეველში.“ 16მან კი უთხრა მას: „ერთმა კაცმა დიდი პურობა გამართა და ბევრი მოიწვია. 17პურობის დრომ რომ მოაღწია, გააგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: ‘მობრძანდით, ყველაფერი მზად არის.’ 18და ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ‘ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიო;’ 19მეორემ უთხრა: ‘ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიო;’ 20მესამემ უთხრა: ‘ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლა.’ 21დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: ‘გადი სასწრაფოდ ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები.’ 22და უთხრა მონამ: ‘ბატონო, აღსრულებულია, რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი.’ 23და უთხრა ბატონმა მონას: ‘გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ხალხი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი, 24რადგან გეუბნებით: ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს პურობას!’“
25მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა: 26„თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე. #მთ 10:37. 27ვინც არ იტვირთავს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე. #მთ 10:38; 16:24; მრკ 8:34; ლკ 9:23. 28რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო? 29რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს, 30და იტყვის: ‘ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრა.’ 31ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომი დააპიროს და ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა 10 ათასით დაუხვდეს 20 ათას მომხვდურს? 32თუ არა და, ვიდრე იგი ჯერ კიდევ შორს არის, ელჩობას მიუგზავნის და ზავსა სთხოვს. 33ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს ჩემს მოწაფეობას.
34კარგია მარილი, მაგრამ, თუ მარილმა ძალა დაკარგა, რიღათი აღდგება? 35არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!“

Currently Selected:

Luke 14: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in