Logo YouVersion
Ikona vyhledávání

Exodus 37

37
1და გააკეთა ბეცალელმა კიდობანი აკაციის ხისგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი – მისი სიგანე და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე. 2და მოჭედა იგი ხალასი ოქროთი როგორც შიგნიდან, ისე გარედან, და გარს ოქროს გვირგვინი შემოავლო. 3და ჩამოასხა მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი მისი ოთხი კიდისათვის. ორი რგოლი მის ერთ მხარეს და ორი რგოლი – მეორე მხარეს. 4და გააკეთა კეტები აკაციის ხისაგან და მოჭედა ისინი ოქროთი. 5და გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად. 6და გააკეთა სარქველი ხალასი ოქროსი: ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე და წყრთანახევარი მისი სიგანე. 7და გააკეთა ორი ქერუბიმი: ოქროთი გააკეთა ჭედურად სარქვლის ორივე კიდისათვის. 8ერთი ქერუბიმი ერთი კიდიდან და მეორე ქერუბიმი მეორე კიდიდან, სარქველიდან ამოიყვანა მან ქერუბიმები, მის ორივე კიდეზე. 9და იყვნენ ქერუბიმები ფრთაგაშლილნი ზემოთკენ, და ფარავდნენ ფრთებით სარქველს. სახეები ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიქცეული, სარქველს დაჰყურებდნენ ქერუბიმები.
10და გააკეთა ტაბლა აკაციის ხისაგან: სიგრძე ორი წყრთა იყო მისი, სიგანე – ერთი წყრთა, სიმაღლე – ერთნახევარი წყრთა. 11და მოჭედა იგი ხალასი ოქროთი, და შემოავლო ოქროს გვირგვინი ირგვლივ. 12და გაუკეთა მას ხელისდადების სიმაღლის ჩარჩო ირგვლივ და გაუკეთა ჩარჩოს ოქროს გვირგვინი გარშემო. 13და ჩამოასხა ოქროს ოთხი რგოლი, და მიუმაგრა ეს რგოლები ოთხ კუთხეზე მის ოთხ ფეხთან. 14კედელზე მიმაგრებული რგოლები კეტების გასაყრელად იყო, რომ ტაბლა ეტარებინათ. 15და გააკეთა კეტები აკაციის ხისაგან ტაბლის სატარებლად, და მოჭედა ისინი ოქროთი. 16და გააკეთა ხალასი ოქროს ჭურჭელი ტაბლისთვის: მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ტოლჩები და მისი ჯამები საღვრელის დასაღვრელი.
17და გააკეთა მან სასანთლე ხალასი ოქროსაგან ჭედურობით. მისი ღერო და მისი ტოტები, მისი თასები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე იყო. 18ექვსი ტოტი გამოდიოდა მისი ღეროდან: სამი ტოტი სასანთლისა ერთი გვერდიდან და სამი ტოტი – მეორე გვერდიდან. 19სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასევე ექვსსავე ტოტზე, რომელნიც გამოდიან სასანთლიდან. 20და თვით სასანთლის ღეროზე იყო ოთხი ნუშისებრი თასი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით. 21და კვირტი მისი ტოტების პირველი წყვილის ძირში, და კიდევ კვირტი მისი ტოტების შემდეგი წყვილის ძირში და კიდევ კვირტი მისი ტოტების ბოლო წყვილის ძირში. 22მათი კვირტები და მათი ტოტები მისგანვე იყო, მთლიანად ერთი ჭედურობით, ხალასი ოქროთი. 23და გააკეთა მისი შვიდი კანდელი თავისი მაშებითა და თავისი აქანდაზებით ხალასი ოქროსაგან. 24ერთი ტალანტი ხალასი ოქროსაგან გააკეთა ისიც და მთელი მისი ჭურჭელი.
25და გააკეთა საკმევლის სამსხვერპლო აკაციის ხისგან; ერთი წყრთა სიგრძე და ერთი წყრთა სიგანე ჰქონდა, ოთხკუთხედი იყო და ორი წყრთის სიმაღლის. სამსხვერპლოსთან მთლიანობაში იყო მისი რქები. 26და მოჭედა იგი ხალასი ოქროთი, მისი სახურავი და მისი გარშემო კედლები და მისი რქები. და ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლო. 27ოქროს ორი რგოლი გაუკეთა მას სალტეს ქვეშ ორსავე ფერდზე, მის ორივე მხარეს, კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ სამსხვერპლო. 28და გააკეთა კეტების აკაციის ხეთაგან და მოჭედა ისინი ოქროთი,
29და გაამზადა წმიდა მირონი და სურნელოვანი, ხალასი საკმეველი, მენელსაცხებელთა ნახელავი.

Právě zvoleno:

Exodus 37: ქბსვ

Zvýraznění

Sdílet

Kopírovat

None

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas