Genesis 20
20
1გაემგზავრა აბრაამი იქიდან ნეგების ქვეყნისაკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და ხიზნად ცხოვრობდა გერარში. 2და თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არისო იგი. და გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, და თავისთან მოაყვანინა სარა.#დაბ 12:13; 26:7. 3და მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: „მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი.“ 4მაგრამ აბიმელექი არ მიჰკარებია მას და ამიტომ თქვა: „უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ? 5განა თავად არ მითხრა: ჩემი და არისო? და ქალმაც თვითონ თქვა, ჩემი ძმა არისო. წრფელია ჩემი გული და უდანაშაულოა ჩემი ხელი.“ 6და უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: „მეც ვიცი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და მეც აგაშორე ცოდვას ჩემს წინაშე. ამიტომ არ მიგაკარე ამ ქალს. 7ახლა კი დაუბრუნე ცოლი ამ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია იგი და ილოცებს შენთვის, და გადარჩები. და თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ შენცა და შენიანებსაც.“
8და ადგა აბიმელექი დილაადრიანად და მოიწვია ყველა თავისი მსახური, და გაიმეორა ყველა ეს სიტყვა მათ გასაგონად. მეტისმეტად შეშინდა ხალხი. 9და მოიხმო აბიმელექმა აბრაამი, და უთხრა: „ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე ისეთი, რომ ასეთ დიდ ცოდვაში გვაგდებდი მეცა და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არასდროს არავისთვის უქნიათ.“ 10და კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რას ფიქრობდი, ამას რომ სჩადიოდი?“ 11უპასუხა აბრაამმა: „მეგონა, არ იყო ღვთის შიში ამ მხარეში, და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო. 12მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც შევირთე ცოლად. 13და როცა ღმერთმა გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი ამ ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: სადაც არ უნდა მოვხვდეთ, ჩემზე თქვი: ჩემი ძმა არის-თქო იგი.“ 14და მოარეკინა აბიმელექმა ცხვარ-ძროხა, მსახურნი და მხევალნი, და მისცა აბრაამს, და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი. 15და უთხრა აბიმელექმა: „აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გნებავს, იქ დასახლდი.“ 16და სარას უთხრა: „აჰა, მივეცი შენს ძმას ათასი შეკელი ვერცხლი. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველას წინაშე გამართლებული ხარ!“ 17და ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მისი მხევლები, და მათ კვლავ იწყეს შობა, 18რადგან ყველასათვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის, სარას გამო.
Currently Selected:
Genesis 20: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: