YouVersion Logo
Search Icon

Genesis 21

21
1და უფალმა გაიხსენა სარა და შეუსრულა, რაც აღუთქვა. 2დაორსულდა სარა და უშვა მოხუცებულ აბრაამს ძე უფლისგან დათქმულ დროზე.#ებრ 11:11. 3და დაარქვა აბრაამმა სახელად თავის ძეს ისააკი, რომელიც უშვა მას სარამ. 4და წინადაცვითა აბრაამმა რვა დღის ისააკი, თავისი ძე, როგორც უბრძანა მას ღმერთმა.#დაბ 17:12; საქ 7:8. 5100 წლისა იყო აბრაამი, როცა მას ისააკი შეეძინა. 6და თქვა სარამ: „დასაცინი გამხადა მე ღმერთმა. ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.“ 7და კვლავ თქვა: „ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც გავუჩინე მისი სიბერის ძე.“
8წამოიზარდა ბავშვი და ძუძუს მოსწყვიტეს. და აბრაამმა დიდი ძეობა გამართა იმ დღეს, როცა ისააკი ძუძუს მოსწყვიტეს. 9და დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი ჰაგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს. 10და უთხრა მან აბრაამს: „გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ გახდეს მხევლის ძე ისააკთან, ჩემს ძესთან, ერთად შენი მემკვიდრე.“#გლტ 4:29,30. 11ძალზე შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო. 12და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ნუ დარდობ ყმაწვილზე და შენს მხევალზე. გაუგონე სარას, რასაც გეუბნება, რადგან ისააკი გააგრძელებს შენს მოდგმას;#რომ 9:7; ებრ 11:18. 13და ამ მხევლის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.“ 14ადგა აბრაამი დილაადრიანად, აიღო პური და წყლის ტიკჭორა და მისცა ჰაგარს, ზურგზე აჰკიდა და ბავშვიანად გაუშვა. და წავიდა ჰაგარი და გზააბნეული დახეტიალობდა ბეერ-შებაყის უდაბნოში.
15გაუთავდა წყალი ტიკჭორაში, ჰაგარს; დატოვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას, 16წავიდა და დაჯდა მოშორებით, საისრე მანძილზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო. იჯდა შორს და ხმამაღლა ტიროდა. 17და ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა, და გადმოსძახა ღვთის ანგელოზმა ჰაგარს ზეციდან და ჰკითხა: „რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ღმერთს შემოესმა შენი ძის ხმა იმ ადგილიდან, სადაც ის არის. 18ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში! მე მისგან წარმოვშობ დიდ ხალხს.“ 19და აუხილა ღმერთმა თვალი ჰაგარს და დაინახა მან წყლის ჭა, და წავიდა და აავსო ტიკჭორა წყლით, და დაალევინა თავის ყრმას.
20და იყო ღმერთი ყრმასთან, და გაიზარდა და ცხოვრობდა უდაბნოში, და გახდა იგი მშვილდოსანი. 21ცხოვრობდა იგი ფარანის უდაბნოში; და მოუყვანა დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან.
22და მოხდა იმ დროს: აბრაამს ელაპარაკნენ აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი, და უთხრეს: „ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც შენ აკეთებ,#დაბ 26:26. 23ახლა შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ გვიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას. როგორც მე გექცეოდი კეთილად, შენც ისე მოგვექეცი მე და ამ ქვეყანას, რომელშიც ხიზნად ხარ.“ 24და უთხრა აბრაამმა: „გეფიცები!“
25და უსაყვედურა აბრაამმა აბიმელექს წყლის იმ ჭის გამო, რომელიც მიიტაცეს აბიმელექის მსახურებმა. 26და უთხრა აბიმელექმა: „არ ვიცი, ვინ ქნა ეგ საქმე, შენ არაფერი გითქვამს ჩემთვის, მეც არაფერი მსმენია დღემდე.“ 27და მოლალა აბრაამმა ცხვარ-ძროხა და მისცა აბიმელექს, და შეკრეს მათ კავშირი. 28გამოარჩია აბრაამმა ფარიდან შვიდი კრავი ცალკე, 29და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რა არის ეს შვიდი კრავი, ცალკე რომ გამოარჩიე?“ 30მან უპასუხა: „მიიღე ეს შვიდი კრავი ჩემი ხელიდან იმის დასამოწმებლად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა.“ 31ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს. 32და შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში, და აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. 33და დარგო იალღუნი აბრაამმა ბეერ-შებაყში, და იქ მოუხმო მან უფლის, საუკუნო ღმერთის სახელს. 34და დიდხანს ხიზნობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში.

Currently Selected:

Genesis 21: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in