YouVersion Logo
Search Icon

Genesis 26

26
1და ჩამოვარდა შიმშილობა ქვეყანაში იმ ადრინდელი შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაამის დროს იყო. და წავიდა ისააკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში. 2გამოეცხადა მას იქ უფალი და უთხრა: „ნუ ჩახვალ ეგვიპტეში. იმ ქვეყანაში დასახლდი, რომელზეც მე გეტყვი. 3ხიზნობდე იმ ქვეყანაში და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს მოდგმას მოგცემთ მთელ ამ ქვეყნებს, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაშენს.#დაბ 22:16-18. 4ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს მოდგმას, და მივცემ შენს მოდგმას მთელ ამ ქვეყნებს. და კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისთვის, 5რადგან შეისმინა აბრაამმა ჩემი სიტყვა და დაიცვა ყველა ჩემი მცნებანი და ბრძანებანი, ჩემი წესები და ჩემი რჯულდებები.“
6და ცხოვრობდა ისააკი გერარში. 7ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მის ცოლზე, და მან უთხრა, რომ თავისი და იყო. რადგან ეშინოდა ეთქვა, ჩემი ცოლი არისო, რომ არ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან რებეკა ძალზე მშვენიერი შესახედავი იყო.#დაბ 12:13; 20:2. 8და როცა ისააკი კარგა ხნის ნაცხოვრები იყო იქ, გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობებოდა ისააკი რებეკას, თავის ცოლს. 9და დაიბარა აბიმელექმა ისააკი და უთხრა: „ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი. რატომ თქვი, ჩემი და არისო?“ და უთხრა ისააკმა: „ვიფიქრე, მისი გულისთვის არ მომკლან-მეთქი.“ 10და უთხრა აბიმელექმა: „ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენიანი, და კიდეც გაგვრევდი ცოდვაში.“ 11უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: „ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება!“
12და დათესა ისააკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმავე წელიწადს, რადგან აკურთხა იგი უფალმა. 13და გახდა ისააკი მდიდარი კაცი და უფრო და უფრო ივსებოდა ქონებით, და მეტისმეტად გამდიდრდა. 14და ჰყავდა მას ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს. 15და ყოველი ჭა, რომელიც კი ამოთხარეს მამამისის მსახურებმა აბრაამის სიცოცხლეში, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს. 16და უთხრა აბიმელექმა ისააკს: „გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი!“
17და წავიდა ისააკი იქიდან, და დაბანაკდა გერარის ხეობაში, და იქ ცხოვრობდა. 18ისევ ამოიღო ისააკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა. 19და თხრიდნენ ისააკის მსახურები ხეობაში, და წააწყდნენ იქ გამდინარე წყლის ჭას. 20და შეედავნენ გერარელი მწყემსები ისააკის მწყემსებს: ჩვენიაო წყალი. და უწოდა სახელად იმ ჭას ყესეკი, რადგან ედავებოდნენ მას. 21და ამოთხარეს სხვა ჭა და მასზედაც დაობდნენ; ამიტომ უწოდა მას სახელად სიტნა. 22და გადაინაცვლა იქიდან, და ამოთხარა სხვა ჭა, და მასზე აღარ შედავებიან. ამიტომ უწოდა სახელად მას რეხობოთი და თქვა: „რაკი ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამ ქვეყანაში.“#26:20-22 ყესეკ. სიტნა. რეხობოთ. ებრ. შესაბამისად: ‘დავა’; ‘მტრობა’; ‘სიხალვათე’.
23იქიდან ავიდა ბეერ-შებაყში. 24და გამოეცხადა მას უფალი იმ ღამით, და უთხრა: „მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი, და ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ და გაკურთხებ, და გაგიმრავლებ მოდგმას აბრაამის, ჩემი მსახურის გამო!“ 25და ააშენა იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. და გაშალა იქ თავისი კარავი, და ამოთხარეს იქ ჭა ისააკის მსახურებმა.
26მივიდა აბიმელექი მასთან გერარიდან, და მასთან ერთად ახუზათი, მისი მეგობარი, და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.#დაბ 21:22. 27უთხრა მათ ისააკმა: „რისთვის მოხვედით ჩემთან, ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?“ 28მათ უთხრეს: „ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ უფალია შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და კავშირს შევკრავთ შენთან, 29რომ არ გვიბოროტო, რადგან ჩვენ არ დაგვიჩაგრიხარ, მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის, და მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ შენ!“ 30და გაუმართა ნადიმი მათ ისააკმა, და ჭამეს და სვეს. 31და ადგნენ დილაადრიანად, და შეჰფიცეს ერთმანეთს. და გაისტუმრა ისინი ისააკმა, და მშვიდობით წავიდნენ. 32იმავე დღეს მოვიდნენ ისააკის მსახურები და აუწყეს ჭის შესახებ, რომელიც მათ ამოთხარეს, და უთხრეს, წყალი ვიპოვეთო. 33და უწოდა მას შიბაყი.#26:33 შიბაყი: ებრ. სიტყვა ჟღერადობით წააგავს სიტყვას ‘იღბალი’. ამიტომაც ეწოდება ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი#26:33 ბეერ-შებაყი: ‘იღბლიანობის ჭა’ ან ‘მშვიდობიანი შეთანხმების ჭა’. დღევანდლამდე.
3440 წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერი ხეთელის ასული, და ბასემათი, ელონ ხეთელის ასული. 35და გაუმწარეს მათ სული ისააკს და რებეკას.

Currently Selected:

Genesis 26: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in