Genesis 35
35
1უთხრა ღმერთმა იაკობს: „ადექი, წადი ბეთელს და იქ დასახლდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა ესავს, შენს ძმას, გაურბოდი.“#დაბ 28:11-17. 2და უთხრა იაკობმა თავის სახლეულს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: „მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენში რომ არიან, და გასუფთავდით და გამოიცვალეთ სამოსელი. 3ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში, და ავუგებ იქ სამსხვერპლოს ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს, და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე.“ 4და მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, და საყურეებიც მოიხსნეს და ისიც მისცეს, და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.
5და აიყარნენ ისინი. და იყო ღვთის შიში გარშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ უკან იაკობის ძეთ. 6და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის. 7და ააშენა იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა მას ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა. 8და მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დაიმარხა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ, რომელსაც უწოდეს ალონ-ბაქუთი.#35:8 ალონ-ბაქუთი: მუხა გლოვისა (ებრ.)
9და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი. 10და უთხრა მას ღმერთმა: „იაკობი გქვია შენ, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, რადგან ისრაელი იქნება შენი სახელი!“ და უწოდა მას სახელად ისრაელი. 11და უთხრა მას ღმერთმა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.#დაბ 32:28. 12ქვეყანას, რომელიც მივეცი აბრაამსა და ისააკს, შენ მოგცემ და შენს მოდგმას, შენს შემდეგ.“#დაბ 17:4-8. 13და აღვიდა ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც იაკობს ელაპარაკებოდა. 14იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა მას, აღმართა იაკობმა სვეტი ქვისა და დაღვარა ზედ საღვრელი და დაასხა ზედ ზეთი.#დაბ 28:18,19. 15და უწოდა იაკობმა სახელად ბეთელი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.
16და აიყარნენ ისინი ბეთელიდან. და მცირე მანძილიღა იყო ეფრათამდე, რომ დაეწყო მშობიარობის ტკივილები რახელს და მძიმე მშობიარობა ჰქონდა. 17მშობიარობის ტკივილებისგან შეწუხებულს უთხრა ბებია ქალმა: „ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს.“ 18სიკვდილის პირას იყო რახელი და ვიდრე სული ამოხდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი.#35:18 ბენ-ყონი: ძე ჩემი ტკივილისა მამამისმა კი ბენიამინი#35:18 ბენიამინი: ძე მარჯვენისა ან ძე სამხრეთისა უწოდა. 19და მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათას გზაზე, სადაც დღეს ბეთლემია. 20და აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. იქ არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე. 21და აიყარა ისრაელი და გაშალა თავისი კარავი ყედერის გოდოლს იქით.
22და ისრაელის სახლობისას ამ ქვეყანაში, ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან. და შეიტყო ეს ისრაელმა.#დაბ 49:4.
და ჰყავდა იაკობს 12 ძე. 23ძენი ლეასაგან: იაკობის პირმშო რეუბენი, სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულუნი. 24ძენი რახელისაგან: იოსები და ბენიამინი. 25ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი. 26და ძენი ზილფასგან, ლეას მხევლისაგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომელნიც შეეძინა მას ფადან-არამში.
27და მივიდა იაკობი ისააკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათ-არბაყში, ანუ ხებრონში, სადაც ხიზნობდნენ აბრაამი და ისააკი.#დაბ 13:18. 28და იყო ისააკი 180 წლის. 29და აღესრულა ისააკი და შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული. და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა.
Currently Selected:
Genesis 35: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: