John 13
13
1პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ქვეყნიერებიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი, შეიყვარა რა თავისიანები, რომლებიც ამ ქვეყნად იყვნენ, და ბოლომდე შეიყვარა ისინი. 2სერობის დროს, როდესაც ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, მისი გაცემა, 3იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ და რომ ღმერთისაგან გამოვიდა და ღმერთთან მიდის, 4წამოდგა სერობიდან, გაიხადა ზედა სამოსი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. 5შემდეგ ჩაასხა წყალი საბანელში და დაუწყო მოწაფეებს ფეხთა ბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა. 6როდესაც მივიდა სიმონ-პეტრესთან, მან უთხრა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“ 7მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ მიხვდები, მერე კი გაიგებ.“ 8ეუბნება მას პეტრე: „უკუნისამდე არ დამბან ფეხებს!“ მიუგო იესომ: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.“ 9ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც!“ 10ეუბნება მას იესო: „განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, მხოლოდ ფეხებისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა.“ 11რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: „ყველანი არა ხართ სუფთა.“
12ფეხები რომ დაბანა მათ და თავისი სამოსი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით?#ლკ 22:27. 13თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან მე ვარ. 14ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. 15რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. 16ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული – მომავლინებელზე დიდი. #მთ 10:24; ლკ 6:40; იო 15:20. 17რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ. 18ყველა თქვენგანზე არ ვამბობ. მე ვიცი, ვინც ამოვირჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ‘ჩემთან პურის მჭამელმა აღმართა ჩემზე ქუსლი.’#ფს 40:10. 19ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როდესაც ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ. 20ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს.“ #მთ 10:40; მრკ 9:37; ლკ 9:48; 10:16.
21ამის თქმის შემდეგ აღიძრა იესო სულით, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.“ 22გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო. 23იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. 24სიმონ-პეტრემ ანიშნა მას, რათა ეკითხა, ვინ არის, ვისზეც თქვა. 25ხოლო იგი მიეყრდნო იესოს მკერდზე და ეუბნება: „უფალო, ვინ არის?“ 26მიუგო იესომ: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ.“ ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს. 27ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.“ 28მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს. 29რაკი ყულაბა ჰქონდა იუდას, ზოგიერთმა იფიქრა, რომ იესო ეუბნება: „სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდება;“ ან: „ღარიბებს დაურიგე.“ 30ის კი ლუკმის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გავიდა. და იყო ღამე.
31ხოლო როდესაც გავიდა, იესომ თქვა: „ახლა განდიდდა კაცის ძე და ღმერთი განდიდდა მასში. 32რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და მალე განადიდებს მას. 33შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ და როგორც ებრაელებს ვუთხარი: ‘სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ იქ მოსვლას,’ – თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. #იო 7:34. 34ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. #იო 15:12,17; 1იო 3:23; 2იო 5. 35იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“
36ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, სად მიდიხარ?“ მიუგო მას იესომ: „ახლა ვერ გამომყვები მე, სადაც მივდივარ, მერე კი გამომყვები.“ 37ეუბნება მას პეტრე: „უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სულს დავდებ შენთვის.“ 38მიუგო იესომ: „სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჯერ მამალს ნაყივლი არ ექნება, რომ სამჯერ უარმყოფ მე.“
Markert nå:
John 13: სბს
Marker
Del
Kopier
Vil du ha høydepunktene lagret på alle enhetene dine? Registrer deg eller logg på
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: