Luke 17
17
1უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია, რომ არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც ისინი მოვა. 2უმჯობესი იქნებოდა მისთვის წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა. 3გაფრთხილდით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, უსაყვედურე მას და თუ მოინანიოს, მიუტევე. #მთ 18:15. 4დღეში შვიდგზის რომ შეგცოდოს და შვიდგზისვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.“ 5უთხრეს მოციქულებმა უფალს: „შეგვმატე რწმენა.“ 6თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს: ‘აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგე,’ დაგემორჩილებათ. 7რომელიმე თქვენგანს მსახური რომ ჰყავდეს – მხვნელი ან მწყემსი – მინდვრიდან დაბრუნებულს ნუთუ ეტყვის: მოდი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო? 8განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო? 9ნუთუ მადლობა ეთქმის მსახურს იმისათვის, რომ თავისი მოვალეობა შეასრულა? 10ასევე თქვენც, როდესაც შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: ‘უღირსი მსახურები ვართ, გავაკეთეთ მხოლოდ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.’“
11ისე მოხდა, რომ იერუსალიმში მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა. 12ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ, 13ხმა აიმაღლეს და შესძახეს: „შეგვიწყალე, იესო, მოძღვარო!“ 14შეხედა და უთხრა მათ: „წადით და ეჩვენეთ მღვდლებს!“ და ისე მოხდა, რომ გზად მიმავალნი განიწმიდნენ. #ლევ 14:1-32. 15და როდესაც დაინახა, რომ განიკურნა, ერთი მათგანი მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. 16პირქვე დაემხო მის ფეხთით და მადლობდა. და იყო ის სამარიელი. 17მიმართა იესომ და უთხრა: „განა ათივე არ განიკურნა? ცხრა სადღა არის? 18არავინ აღმოჩნდა, რომ მობრუნებულიყო ღმერთის სადიდებლად, გარდა ამ უცხოთესლისა?“ 19უთხრა მას: „ადექი, წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“
20როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს: „როდის მოვა ღმერთის სასუფეველი?“ მიუგო და უთხრა მათ: „ღმერთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. 21ვერ იტყვიან: ‘აჰა, აქ არის!’ ან: ‘აჰა, იქ არის!’ რადგან, აჰა, თავად თქვენშია ღმერთის სასუფეველი.“ 22უთხრა მოწაფეებს: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ კაცის ძე და ვერ იხილავთ. 23და გეტყვიან: ‘აჰა, აქ არის!’ ან: ‘აჰა, იქ არის!’ ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით, 24რადგან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძე თავის დღეს. 25მაგრამ თავდაპირველად მან უნდა ბევრი იტანჯოს და უარყოფილ იქნეს ამ თაობის მიერ. 26და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც: #დაბ 6:5-8. 27ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. შემდეგ მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა. #დაბ 7:6-24. 28ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. #დაბ 18:20—19:25. 29ხოლო იმ დღეს, როდესაც ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ციდან და ყველა დაიღუპა. 30ასევე იქნება იმ დღესაც, როდესაც კაცის ძე გამოცხადდება. 31იმ დღეს, ვინც ბანზე იქნება, მისი ნივთები კი სახლში, არ ჩამოვიდეს ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან არ მობრუნდეს. #მთ 24:17,18; მრკ 13:15,16. 32გაიხსენეთ ლოტის ცოლი. #დაბ 19:26. 33ვინც ეცდება თავისი სიცოცხლის გადარჩენას, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სიცოცხლეს, იხსნის მას. #მთ 10:39; 16:25; მრკ 8:35; ლკ 9:24; იო 12:25. 34გეუბნებით თქვენ: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ სარეცელზე, ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება. 35ორი დამფქველი ქალი იქნება ერთად, ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება. 36ორნი იქნებიან მინდორში, ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება.“ 37მიუგეს და უთხრეს მას: „სად, უფალო?“ ხოლო მან უთხრა მათ: „სადაც სხეულია, ორბებიც იქ მოგროვდებიან.“
Markert nå:
Luke 17: სბს
Marker
Del
Kopier
Vil du ha høydepunktene lagret på alle enhetene dine? Registrer deg eller logg på
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013