1
დაბ. 35:11-12
ბიბლია
და უთხრა მას ღმერთმა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი, ინაყოფიერე და გამრავლდი. ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან წარმოსდგებიან მეფენი შენი საზარდულიდან. და ქვეყანას, რომელიც მივეცი მე აბრაამსა და ისაკს, მოგცემთ შენ და შენს თესლს, შენს შემდეგ.“
Compare
Explore დაბ. 35:11-12
2
დაბ. 35:3
და ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში, და ავუგებ იქ სამსხვერპლოს ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს, და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე.“
Explore დაბ. 35:3
3
დაბ. 35:10
და უთხრა მას ღმერთმა: „შენი სახელი არის იაკობი, მაგრამ აღარ გერქვას იაკობი, რადგან ისრაელი იქნება შენი სახელი!“ ასე ეწოდა მას სახელად ისრაელი.
Explore დაბ. 35:10
4
დაბ. 35:2
და უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც იყვნენ მასთან: „მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენში რომ არის, და განიწმიდენით, და გამოიცვალეთ თქვენი სამოსელი.
Explore დაბ. 35:2
5
დაბ. 35:1
და უთხრა ღმერთმა იაკობს: „ადექი, ადი ბეთელს და იქ დასახლდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა ესავს, შენს ძმას, გაექეცი.“
Explore დაბ. 35:1
6
დაბ. 35:18
და ვიდრე სული ამოხდებოდა, რადგან სიკვდილის პირას იყო, უწოდა ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა.
Explore დაბ. 35:18
Home
Bible
Plans
Videos