ამ ამბის შემდეგ იყო, რომ დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს თვალი და უთხრა: „დაწექი ჩემთან.“
და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: „ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა არის სახლში, რადგან ხელში ჩამაბარა ყველაფერი, რაც აბადია.
არავინაა ჩემზე დიდი ამ სახლში. და ჩემთვის არაფერი დაუკავებია მას, შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. და როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?“