უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ სულიწმიდის მოსატყუებლად და გადამალე მიწის საფასური? სანამ გაყიდიდი, შენი არ იყო? და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რატომღა ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“ როცა ეს სიტყვები მოისმინა ანანიამ, დაეცა და სული განუტევა. დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც ეს გაიგო.