რვა დღისამ დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამრმა თაობიდან თაობამდე, შინ შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი თესლისაგანი. წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა და შენმა ვერცხლით ნაყიდმა, და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად.