დაბ. 33
33
ძმების შეხვედრა
1და აღაპყრო იაკობმა თვალი, დაინახა მისკენ მომავალი ესავი, რომელსაც ოთხასი კაცი ახლდა. და გაანაწილა იაკობმა ბავშვები ლეასა და რახელს, და ორ მხევალს შორის.
2და წინ დააყენა მხევალნი და მათი შვილები, ლეა და მისი ბავშვები მათ უკან დააყენა, ხოლო რახელი და იოსები სულ ბოლოს.
3თავად კი მათ წინ წავიდა, და ვიდრე მიუახლოვდებოდა თავის ძმას, თაყვანი სცა მას შვიდჯერ მიწამდე.
4და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად და გადაეხვია მას, შემოეხვია კისერზე და ეამბორა მას, და ორივენი ატირდნენ.
5და აღაპყრო თვალი და დაინახა ქალები და ბავშვები, და თქვა: „ვინ არიან ესენი შენი?“ და თქვა: „შვილები, რომლებიც უწყალობა ღმერთმა შენს მსახურს.“
6და მიეახლნენ მხევალნი და მათი შვილები, და თაყვანი სცეს მას.
7და მიეახლა ლეაც თავისი შვილებითურთ და თაყვანი სცეს. და შემდეგ მიეახლნენ რახელი და იოსები, და თაყვანი სცეს.
8და თქვა: „რა არის მთელი ეს ბანაკი, რომელსაც მე შევხვდი?“ და თქვა იაკობმა: „რათა ვპოვო მადლი ჩემი ბატონის თვალში!“
9და თქვა ესავმა: „მე საკმარისი მაქვს, ძმაო, რაც შენია, შენთანვე იყოს!“
10თქვა იაკობმა: „არა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი ჩემი ხელიდან, რადგან დავინახე შენი სახე, თითქოს დამენახოს სახე ღვთისა, და კეთილად შემხვდი.
11და მიიღე ჩემი მოსაკითხი, რომელიც მოგეძღვნა შენ, რადგან შემიწყალა მე ღმერთმა და ყველაფერი მაქვს.“ და დაიყოლია იგი და მანაც მიიღო.
12და თქვა ესავმა: „დავიძრათ და წავიდეთ, და მე წავალ შენს წინ.
13და უთხრა მას: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ ბავშვები სათუთნი არიან და ჩემი ცხვარ-ძროხა მეწველია. და თუ მათ ერთ დღეს წავასხამთ, მაშინ მთელი სამწყსო გამიწყდება.
14იაროს ჩემმა ბატონმა თავისი მსახურის წინ, მე კი წამოვალ ნელა, სამწყსოს სვლით, რომელიც ჩემს წინაა, და ბავშვთა სვლით, ვიდრე მივიდოდე ჩემს ბატონთან სეყირში.“
15და თქვა ესავმა: „მოგიჩენ შენ იმ ხალხიდან, რომელიც მახლავს.“ და უთხრა იაკობმა: „რა საჭიროა ეს? ოღონდ კი ვპოვო მადლი ჩემი ბატონის თვალში.“
16და დაბრუნდა ესავი იმავე დღეს თავისი გზით სეყირისაკენ,
17იაკობი კი დაიძრა სუქოთისაკენ და აიგო თავისთვის სახლი, და თავის სამწყსოსაც გაუკეთა ჩალურები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.
18და მივიდა იაკობი მშვიდობით ქალაქ შექემში, რომელიც მდებარეობს ქანაანის ქვეყანაში, შუამდინარეთიდან მისი მოსვლისას, და დაიბანაკა ქალაქის წინ.
19და იყიდა მინდვრის ნაკვეთი, სადაც გაშალა თავისი კარავი, შექემის მამის, ხამორის, ძეებისაგან ას კესიტად.
20და აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას ელი, ღმერთი ისრაელისა.
Currently Selected:
დაბ. 33: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: