დაბ. 32
32
იაკობს ეწოდა ისრაელი
1და წავიდა იაკობი თავისი გზით და შემოხვდნენ მას ღვთის ანგელოზები.
2და თქვა იაკობმა, როცა იხილა ისინი: „ღვთის ბანაკია ეს,“ და უწოდა იმ ბანაკს სახელად მახანაიმი.
3და გაგზავნა იაკობმა თავის წინაშე მოციქულნი თავისი ძმის, ესავისაკენ, რომელიც ცხოვრობდა სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე.
4და უბრძანა მათ და უთხრა: „ასე უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: „თქვა მსახურმა შენმა იაკობმა: ‘ლაბანთან ვცხოვრობდი მე და შემაგვიანდა აქამდე.
5და მყავს მე ხარები და სახედრები, ცხვარი და მსახურნი და მხევალნი, და ვაუწყებ ჩემს ბატონს, რომ მინდა ვპოვო მადლი შენს თვალში.’“
6და დაბრუნდნენ მოციქულნი იაკობთან და აუწყეს: „მივედით შენს ძმასთან, ესავთან და ისიც წამოვიდა შენს შესახვედრად, და ოთხასი კაცი ახლავს თან.“
7და დიდად შეეშინდა იაკობს, და შეშფოთდა, და გაყო ხალხი, რომელიც მას ახლდა, აგრეთვე ცხვარი და ძროხა და აქლემები ორ ბანაკად.
8და თქვა იაკობმა: „თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს, მაშინ მეორე გადარჩება.“
9და თქვა იაკობმა: „ჩემი მამის, აბრაამის ღმერთო, და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: ‘დაუბრუნდი შენს სანათესაოს და შენს ქვეყანას, და სიკეთეს გიყოფ,’
10ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მსახურს რომ უყავი, რადგან მხოლოდ ჩემი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორი ბანაკი გავხდი.
11მიხსენ მე ჩემი ძმის ხელიდან, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია მისი, ვაითუ მოვიდეს და მომკლას მე, და დედები შვილებთან ერთად.
12შენ კი ნათქვამი გაქვს: ‘სიკეთეს გიყოფ და გავხდი შენს თესლს ზღვის ქვიშასავით, რომელიც არ აღირიცხება სიმრავლის გამო.’“
13და გაათია იქ ღამე. და გამოარჩია თავისი ქონებიდან საჩუქარი ესავისათვის, თავისი ძმისათვის:
14ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ცხვარი და ოცი ვერძი,
15ოცდაათი მეწველი აქლემი თავისი კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.
16და მისცა თავის მსახურებს ცალკე ჯოგებად და უთხრა თავის მსახურებს: „იარეთ ჩემს წინ და დატოვეთ მანძილი ჯოგსა და ჯოგს შორის.“
17და უბრძანა პირველს და უთხრა: „როცა შეგხვდეს ესავი, ჩემი ძმა, და გკითხოს, ვისი ხარ და საით მიხვალ, და ვისია ეს სამწყსოო,
18უთხარი: ‘იაკობისაა, შენი მსახურისა, გამოგზავნილი ძღვნად ჩემი ბატონის, ესავისათვის, და ისიც ჩვენს უკანაა.’“
19და ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც მიდიოდა სამწყსოს უკან: „ასე უთხარით ესავს, როცა შეხვდებით მას:
20‘აჰა, შენი მსახური იაკობიც ჩვენს უკანაა,’“ რადგან ფიქრობდა: „ძღვენით, რომელიც ჩემს წინ მიდის, დავაცხრობ მის რისხვას, და მერე ვიხილავ მის სახეს, ეგების შემიწყნაროს.“
21და მიდიოდა მისი ძღვენი მის წინ; ის კი იმ ღამეს ბანაკში ათევდა.
22და ადგა იმავე ღამეს და აიყვანა თავისი ორი ცოლი, თავისი ორი მხევალი და თავისი თერთმეტი ძე და გადავიდა იაბოკის ფონზე.
23და წაიყვანა ისინი და გადაიყვანა ხევზე, და გადაიტანა, რაც კი ებადა.
24და უკან მობრუნდა იაკობი მარტო. და შეებრძოლა მას კაცი განთიადამდე.
25და როცა დაინახა, რომ ვერ სძლევდა მას, შეეხო იგი მისი ბარძაყის სახსარს, და ეღრძო თეძოს სახსარი იაკობს მასთან ბრძოლისას.
26და იმ კაცმა უთხრა: „გამიშვი, რადგან გათენდა.“ და უთხრა იაკობმა: „არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ.“
27და უთხრა მან მას: „რა გქვია შენ?“ მან უპასუხა: „იაკობი.“
28და ჰკითხა მან: „ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ებრძოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!“
29შეევადრა და ჰკითხა მას იაკობმა: „მითხარი შენი სახელი.“ და მიუგო მან: „რად კითხულობ ჩემს სახელს?“ და იქვე აკურთხა იგი.
30და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენიელი, რადგან თქვა: „ვიხილე ღმერთი პირისპირ, და გადარჩა ჩემი სული.“
31და ამოუბრწყინდა მას მზე, როგორც კი განვლო მან ფენუელი. და კოჭლობდა იგი თეძოთი.
32ამიტომ არ ჭამენ ისრაელიანები დღემდე მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან შეეხო ანგელოზი იაკობის სახსარს თეძოს ძარღვზე.
Currently Selected:
დაბ. 32: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: