დაბ. 35
35
იაკობი ბეთელში
1და უთხრა ღმერთმა იაკობს: „ადექი, ადი ბეთელს და იქ დასახლდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა ესავს, შენს ძმას, გაექეცი.“
2და უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც იყვნენ მასთან: „მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენში რომ არის, და განიწმიდენით, და გამოიცვალეთ თქვენი სამოსელი.
3და ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში, და ავუგებ იქ სამსხვერპლოს ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს, და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე.“
4და მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთები, რომლებიც კი ჰქონდათ, და აგრეთვე საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და ჩაფლა ისინი იაკობმა მუხის ქვეშ, შექემთან რომ არის.
5და აიყარნენ ისინი. და ღვთის შიში იყო ირგვლივ მდებარე ქალაქებზე, და არ დაედევნენ უკან იაკობის ძეებს.
6და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, ანუ ბეთელში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია.
7და ააშენა იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა მას ღმერთი, როცა გაურბოდა ის თავის ძმას.
8და მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დაიმარხა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ, რომელსაც უწოდეს ალონ-ბაქუთი.
9და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი,
10და უთხრა მას ღმერთმა: „შენი სახელი არის იაკობი, მაგრამ აღარ გერქვას იაკობი, რადგან ისრაელი იქნება შენი სახელი!“ ასე ეწოდა მას სახელად ისრაელი.
11და უთხრა მას ღმერთმა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი, ინაყოფიერე და გამრავლდი. ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან წარმოსდგებიან მეფენი შენი საზარდულიდან.
12და ქვეყანას, რომელიც მივეცი მე აბრაამსა და ისაკს, მოგცემთ შენ და შენს თესლს, შენს შემდეგ.“
13და ამაღლდა მისგან ღმერთი იმ ადგილიდან, საიდანაც ელაპარაკებოდა მას.
14და აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილზე, სადაც ელაპარაკა ის მას, ძეგლი ქვისა. და დაღვარა მასზე საღვრელი და დაასხა მას ზეთი.
15და უწოდა იაკობმა სახელად იმ ადგილს, სადაც ელაპარაკებოდა მას ღმერთი, ბეთელი.
ბენიამინის დაბადება და რახელის სიკვდილი
16და აიყარნენ ისინი ბეთელიდან. და მცირე მანძილიღა იყო ეფრათამდე, რომ შვა რახელმა. და გაუძნელდა მას მშობიარობა.
17და როცა გაუჭირდა მშობიარობისას, უთხრა მას ბებია ქალმა: „ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს.“
18და ვიდრე სული ამოხდებოდა, რადგან სიკვდილის პირას იყო, უწოდა ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა.
19და მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათას გზაზე, ბეთლემში.
20და იაკობმა აღმართა ძეგლის სვეტი მის სამარხზე. ის სამარხის სვეტი დღესაც იქაა.
21და აიყარა ისრაელი და გაშალა თავისი კარავი გედერის გოდლის იქით.
22და მოხდა, რომ როცა ისრაელი ქვეყანაში ცხოვრობდა, რეუბენი შევიდა ბილჰასთან, თავისი მამის ხარჭასთან. და გაიგო ეს ისრაელმა.
იაკობის ძენი და ჰყავდა იაკობს თორმეტი ძე.
23ძენი ლეასაგან: იაკობის პირმშო რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულუნი.
24ძენი რახელისაგან: იოსები და ბენიამინი.
25ძენი ბილჰასგან, რახელის მხევლისაგან: დანი და ნაფთალი.
26და ძენი ზილფასგან, ლეას მხევლისაგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომელნიც შეეძინა მას შუამდინარეთში.
27და მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათ-არბაყში, ანუ ხებრონში, სადაც ხიზნობდნენ აბრაამი და ისაკი.
28და იყო ისაკი ას ოთხმოცი წლის.
29და აღესრულა ისაკი და მოკვდა, და შეეძინა თავის ხალხს მოხუცებული და თავისი დღეებით გამაძღარი. და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა.
Currently Selected:
დაბ. 35: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: