YouVersion Logo
Search Icon

დაბ. 36

36
ესავის შთამომავლობა
1ეს არის ესავის ანუ ედომის მოდგმა:
2ესავმა მოიყვანა ცოლები ქანაანის ასულთაგან: ყადა, ასული ხეთელი ელონისა, და ოჰოლიბამა, ასული ყანასი, ხიველი ციბყონის ძისა;
3და ბასმათი, ისმაელის ასული, დაი ნებაიოთისა.
4და ყადამ უშვა ესავს ელიფაზი, ხოლო ბასმათმა შვა რეღუელი,
5და ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იაყლამი და კორახი. ესენი იყვნენ ესავის ძენი, რომელნიც მას შეეძინენ ქანაანის ქვეყანაში.
6და აიყვანა ესავმა თავისი ცოლები და თავისი ძენი და თავისი ასულნი, და მთელი თავისი სახლეული და თავისი ქონება თავისი საქონელი და თავისი პირუტყვი, და მთელი თავისი ქონება, რომელიც შეიძინა მან ქანაანში, და წავიდა სხვა ქვეყანაში, რომ მოსცილებოდა იაკობს, თავის ძმას.
7რადგან დიდძალი დოვლათი ჰქონდათ და ვერ შეძლეს ერთად ცხოვრება; და მათმა ხიზნობის ქვეყანამ ვერ მოითავსა ისინი მათი ჯოგების სიმრავლის გამო.
8და დასახლდა ესავი სეყირის მთაზე; ესავი ეს არის ედომი.
9ესაა ესავის მოდგმა, რომლისგანაც მოდიან სეყირის მთაზე მცხოვრები ედომელნი.
10ესაა ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა, რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა,
11და ელიფაზის შვილები იყვნენ: თემანი, ომარი, ცეფო, გაყთამი და კენაზი.
12და თიმნაყი იყო ესავის ძის, ელიფაზის, ხარჭა, და უშვა მან ელიფაზს ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა.
13და ესენი არიან ძენი რეღუელისა: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. და ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა.
14ხოლო ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა, ასულისა ყანასი, ძისა ციბყონისა, ესენი იყვნენ, რომლებიც მან უშვა ესავს: იეყუში, იაყლამი და კორახი.
15და ესენი იყვნენ ესავის ძეთა უხუცესნი, ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი,
16თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთამი, თავკაცი ყამალეკი. ესენი იყვნენ ელიფაზის უხუცესები ედომის ქვეყანაში; ესენი იყვნენ ძენი ყადასი.
17და ესენი იყვნენ ძენი რეღუელისა, ესავის ძისა: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა. ესენი იყვნენ უხუცესნი რეღუელისა ედომის ქვეყანაში. ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ბასმათის ძენი.
18და ესენი იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაყლამი, თავკაცი კორახი. ესენი იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა.
19და ესენი იყვნენ ძენი ესავისა და უხუცესნი ედომისა.
20და ესენი იყვნენ ძენი ხორიელი სეყირისა, იმ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა,
21დიშონი, ეცერი და დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელი უხუცესნი ედომის ქვეყანაში, სეყირის ძენი.
22და ლოტანის ძენი იყვნენ ხორი და ჰემამი, ხოლო და ლოტანისა იყო თიმნაყი.
23და ესენი იყვნენ შობალის ძენი: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი.
24და ესენი იყვნენ ციბყონის ძენი: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც იპოვა წყლის წყარონი უდაბნოში, როდესაც მწყემსავდა თავისი მამის, ციბყონის, სახედრებს.
25ხოლო ყანას ძე იყო დიშონი და ოჰოლიბამა იყო ყანას ასული.
26და ესენი იყვნენ ძენი დიშონისა: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.
27და ესენი იყვნენ ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყვანი და ყაკანი.
28და ესენი იყვნენ დიშანის ძენი: ყუცი და არანი.
29ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბყონი, თავკაცი ყანა,
30თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები თავიანთი თავკაცებითურთ სეყირის ქვეყანაში.
31და ესენი იყვნენ მეფენი, რომელნიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე გამეფდებოდა მეფე ისრაელში.
32და გამეფდა ედომში ბელაყი, ძე ბეყორისა, და მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.
33და მოკვდა ბელაყი, და მის ნაცვლად გამეფდა იობაბი, ძე ზერახისა, ბოცრადან.
34და მოკვდა იობაბი. და მის ნაცვლად გამეფდა ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან.
35და მოკვდა ხუშამი, მის ნაცვლად გამეფდა ჰადადი, ძე ბედადისა, მძლეველი მიდიანისა მოაბის ველზე. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი.
36და მოკვდა ჰადადი, და მის ნაცვლად გამეფდა სამლა, მასრეკადან.
37და მოკვდა სამლა, და მის ნაცვლად გამეფდა შაული, მდინარისპირა რეხობოთიდან.
38და მოკვდა შაული, და მის ნაცვლად გამეფდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა.
39და მოკვდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა, და მის ნაცვლად გამეფდა ჰადარი, და მისი ქალაქის სახელი იყო ფაყუ, ხოლო სახელი მისი ცოლისა მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასულისა მეზაჰაბისა.
40და ესენია ესავის უხუცესთა სახელები მათ საგვარეულოთა, მათი ადგილების და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ყალვა, თავკაცი იეთეთი;
41თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი,
42თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი,
43თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი იყვნენ უხუცესნი ედომისა მათ საცხოვრებელთა მიხედვით მათ საკუთარ ქვეყანაში. და ესავი არის ედომელთა მამამთავარი.

Currently Selected:

დაბ. 36: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in