YouVersion Logo
Search Icon

Acts 3

3
1ლოცვის ჟამს, ასე მეცხრე საათზე, ადიოდნენ პეტრე და იოანე ტაძარში. 2და მოიყვანეს ერთი კაცი, დედის მუცლიდანვე ხეიბარი, ხელით სატარებელი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ მას ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. 3როდესაც დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება. 4პეტრემ და იოანემ შეხედეს მას და პეტრემ უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“ 5და ის მიაცქერდა მათ მოლოდინით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან. 6უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, ადექი და გაიარე!“ 7მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა. უცბად გაუმაგრდა მას ფეხები და კოჭები, 8წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს. 9მთელი ხალხი ხედავდა მას, რომ დადიოდა და ღმერთს ადიდებდა. 10იცნეს იგი, რომ ეს ის კაცი იყო, ტაძრის „მშვენიერ“ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვრად რომ იჯდა ხოლმე. და აღივსნენ ისინი შიშით და განცვიფრებით იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
11იგი არ შორდებოდა პეტრესა და იოანეს, მთელი ხალხი კი გაოცებული მიაწყდა მათ სოლომონის სტოაში (როგორც მას ეწოდება). 12დაინახა პეტრემ და მიმართა ხალხს: „ისრაელელნო კაცნო, რად გიკვირთ ეს? ან რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალით და სიწმიდით დავაწყებინეთ მას სიარული? 13აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როდესაც მან გადაწყვიტა მისი გათავისუფლება. #გამ 3:15. 14თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეწყალობებინა თქვენთვის. #მთ 27:15-23; მრკ 15:6-14; ლკ 23:13-23; იო 19:12-15. 15სიცოცხლის წინამძღვარი მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. 16მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ. 17ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ და თქვენმა მთავრებმა უმეცრებით ჩაიდინეთ ეს. 18ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც. 19მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები, 20რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ თქვენთვის განწესებული ქრისტე იესო, 21რომელიც ზეცამ უნდა დაიფაროს ყოველთა აღდგინებამდე, როგორც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით. 22რადგან მოსემ თქვა: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ თქვენი უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან. ისმინეთ მისგან ყველაფერი, რასაც გეტყვით. #რჯ 18:15,18 (LXX). 23და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, აღიგვება ხალხიდან.’#რჯ 18:19. 24ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან და მას აქეთ, ვინც კი ლაპარაკობდა ღმერთის სახელით, წინასწარ იუწყებოდა ამ დღეებზე. 25თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: ‘კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისათვის!’ #დაბ 22:18. 26როდესაც ღმერთმა აღადგინა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოიქცეს თითოეული თავის უკეთურებათაგან.“

Currently Selected:

Acts 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in