Genesis 22
22
1და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!“ და მიუგო აბრაამმა: „აქა ვარ!“#ებრ 11:17-19. 2და უთხრა მან: „წაიყვანე ისააკი, ძე შენი ერთადერთი, რომელიც გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც მე გეტყვი.“#2ნშ 3:1. 3და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი, თან წაიყოლა თავისი ორი მსახური ბიჭი და ისააკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა. 4მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი. 5და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: „თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.“ 6და აიღო აბრაამმა შეშა სრულადდასაწველისათვის და აჰკიდა ზურგზე ისააკს, თავის ძეს, და აიღო ხელში ცეცხლი და დანა. და ორივენი წავიდნენ ერთად. 7და უთხრა ისააკმა აბრაამს თავის მამას: „მამაჩემო!“ აბრაამმა მიუგო: „აქა ვარ, ჩემო შვილო!“ და თქვა ისააკმა: „ცეცხლი და შეშა მიგვაქვს, სრულადდასაწველი კრავი სადღა არის?“ 8და უთხრა აბრაამმა: „ჩემო შვილო, ღმერთი თავად გამონახავს კრავს სრულადდასაწველად.“ ორივემ ერთად გააგრძელეს გზა.
9და მივიდნენ იმ ადგილას, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისააკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოს შეშაზე.#იაკ 2:21. 10და გაიწოდა ხელი აბრაამმა, დანა აიღო შვილის დასაკლავად. 11და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: „აბრაამ, აბრაამ!“ მიუგო: „აქა ვარ!“ 12და უთხრა ანგელოზმა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან ახლა გავიგე, რომ ღვთისმოშიში ხარ, და შენი ერთადერთი ძე გაიმეტე ჩემთვის.“ 13და გაიხედა აბრაამმა და დაინახა, რომ ერთი ვერძი რქებით იყო გახლართული ჯაგებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავისი ძის ნაცვლად. 14და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად: უფალი გამოაჩენს; როგორც ამბობენ მას შემდეგ: უფლის მთაზე გამოჩნდებაო.
15და მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ზეციდან მეორედ, 16და უთხრა: „გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი,#ებრ 6:13,14. 17გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს მოდგმას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით! და დაიმკვიდრებს შენი მოდგმა თავისი მტრების კარიბჭეებს!#ებრ 11:12. 18და კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისათვის, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა!“#საქ 3:25. 19და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან, და ადგნენ და წავიდნენ ერთად ბეერ-შებაყისაკენ. და სახლობდა აბრაამი ბეერ-შებაყში.
20და ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაამს, რომ მილქამაც უშვა ძენი ნახორს, აბრაამის ძმას: 21ყუცი, მისი პირმშო, და ბუზი, ყუცის ძმა, კემუელი – არამის მამა, 22ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი. 23ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ უშვა ეს რვა ვაჟი ნახორს, აბრაამის ძმას. 24მისმა ხარჭამაც, სახელად რეუმამ, შვა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
Currently Selected:
Genesis 22: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა