Genesis 23
23
1და იცოცხლა სარამ 127 წელი. 2და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყში, ეს არის ხებრონი, ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად. 3და ადგა თავისი მკვდრისაგან და ელაპარაკა ხეთელებს: 4„მწირად ვარ და ხიზნად მე თქვენთან. მომეცით მე საკუთარი სამარხი ადგილი თქვენს მიწაზე, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი.“#ებრ 11:9,13; საქ 7:16. 5და მიუგეს ხეთელებმა აბრაამს: 6„მოგვისმინე ბატონო, ღვთის მთავარი ხარ შენ ჩვენს შორის! ჩვენს რჩეულ სამარხში დამარხე შენი მკვდარი, ჩვენგან არავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხად.“ 7ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ მიწის ხალხს, ხეთელებს. 8და ელაპარაკა მათ: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონს, ცოხარის ძეს, 9რომ მომცეს მახფელას მღვიმე, მისი მინდვრის ბოლოს რომ არის: სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, ჩემი საკუთრი სამარხი რომ მქონდეს.“ 10და ყეფრონი იჯდა ხეთელებს შორის, და მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ხეთელთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის გასაგონად და უთხრა: 11„არა, ბატონო, მომისმინე: მინდორიც მომიცია და ის მღვიმეც, იქ რომ არის, ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია შენი მკვდრის დასამარხად!“ 12და თაყვანი სცა აბრაამმა ამ მიწის ხალხს. 13და ელაპარაკა ყეფრონს ხალხის გასაგონად: „იქნებ მოგესმინა ჩემთვის. საფასურს გაძლევ მინდვრისათვის; გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს.“ 14და პასუხად მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა: 15„ყური დამიგდე, ბატონო: რა სალაპარაკოა 400 შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა მე და შენს შორის? დამარხე შენი მკვდარი.“ 16და დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად – 400 შეკელი ვერცხლი სავაჭარო მაზანდით.
17და დაუმტკიცდა ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს ახლოს რომ არის, მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ყოველი ხე, იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ არის ირგვლივ, 18საკუთრებად აბრაამს ხეთელთა და სხვა ყველას თანდასწრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მისული. 19და ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი, მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს ახლოს. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყანაში. 20ასე დაუმტკიცდა აბრაამს ხეთელებისგან მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, სამარხად.
Currently Selected:
Genesis 23: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა