Genesis 39
39
1ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ისმაელიანთაგან ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, ქონდაქართუხუცესმა, ეგვიპტელმა. 2და უფალი იყო იოსებთან, და ყველაფერში ხელი ემართებოდა. და ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.#საქ 7:9. 3და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი. 4და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი მას ჩააბარა. 5და მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად, აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო, და იყო კურთხევა უფლისა ყველაფერზე, რაც ებადა შინ და გარეთ. 6და დატოვა ყველაფერი, რაც ებადა, იოსების ხელში. და აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა სასმელ-საჭმელისა.
და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად. 7ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“ 8და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: „ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა არის სახლში, მთელი თავისი საბადებელი ხელში ჩამაბარა. 9არავინაა ჩემზე დიდი ამ სახლში. და ჩემთვის არაფერი დაუკავებია მას, შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ 10ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია მასთან დაწოლაზე და ყოფნაზე. 11ერთ დღეს იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე, როცა შინ არავინ იყო. 12ჩაებღაუჭა ქალი მის მოსასხამს, ამ სიტყვებით: „დაწექი ჩემთან!“ იოსებმა მას ხელში შეატოვა თავისი მოსასხამი და გარეთ გავარდა. 13როცა დაინახა ქალმა, რომ ხელში შეატოვა იოსებმა მოსასხამი და გარეთ გავარდა, 14დაუძახა თავისი სახლის კაცებს, და უთხრა: „ხედავთ, მოგვიყვანა მან ებრაელი კაცი ჩვენს დასაცინად! შემოვიდა ჩემთან დასაწოლად, მაგრამ ხმამაღლა ვიყვირე. 15და როცა გაიგონა ჩემი კივილი, შემომატოვა თავისი მოსასხამი, გარეთ გავარდა და გაიქცა.“ 16და ედო გვერდით იოსების მოსასხამი მისი ბატონის შინ დაბრუნებამდე, 17და მოუთხრო მას ეს ამბავი, ამ სიტყვებით: „შემოვიდა ჩემთან შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემს დასაცინად! 18და როცა ხმას ავუმაღლე და ვიკივლე, შემომატოვა თავისი მოსასხამი და გაიქცა!“
19როცა მოისმინა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, ასე და ასე მომექცაო შენი მსახური, ძალზე განრისხდა იგი. 20და წაიყვანა იოსები მისმა ბატონმა, და გადასცა იგი საპყრობილეს, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იგი იქ, საპყრობილეში. 21მაგრამ უფალი იყო იოსებთან და მოჰფინა მას წყალობა, და კეთილად გამოაჩინა იგი საპყრობილის უფროსის თვალში.#საქ 7:9. 22და ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო, იოსებს და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა. 23საპყრობილის უფროსი აღარაფერზე ზრუნავდა, რადგან უფალი იყო იოსებთან და რასაც აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა.
Currently Selected:
Genesis 39: ქბსვ
Highlight
Share
Copy
![None](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimageproxy.youversionapistaging.com%2F58%2Fhttps%3A%2F%2Fweb-assets.youversion.com%2Fapp-icons%2Fen.png&w=128&q=75)
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: