Genesis 24
24
1და მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა. და უფალმა აკურთხა აბრაამი ყოველმხრივ. 2და უთხრა აბრაამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, რომლიც მთელ მის ქონებას განაგებდა: „ამომიდევი ხელი საზარდულს ქვეშ,#24:2 ხელი საზარდულს ქვეშ: როგორც ჩანს, ეს იყო განსაკუთრებული ფიცის თანმდევი ჟესტი; დაბადების წიგნის გარდა (აქ და 47:29) ეს წესი სხვაგან არ გვხვდება. 3და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ ცოლად არ მოჰგვრი ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ, 4არამედ წახვალ ჩემს მშობელ ქვეყანაში და მოჰგვრი ცოლს იქიდან ჩემს ძეს, ისააკს.“ 5და უთხრა მას მსახურმა: „რომ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა, მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც შენ გამოხვედი?“ 6და უთხრა მას აბრაამმა: „გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე. 7უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ჩემი სამშობლოდან, რომელიც მელაპარაკა მე და შემომფიცა და მითხრა, რომ ჩემს მოდგმას მისცემდა ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს, რომ წამოიყვანო ქალი იქიდან ჩემი ძისათვის. 8და თუ არ წამოგყვეს ქალი, მაშინ თავისუფალი იქნები შენ იმ ფიცისაგან, რომელიც მე შემომფიცე, ოღონდ ჩემი ძე არ დააბრუნო იქ.“ 9და ამოუდო ხელი საზარდულს ქვეშ მსახურმა აბრაამს, თავის ბატონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10და გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან და გაუდგა გზას. მან თან წაიღო თავისი ბატონის განძეულთაგან და წავიდა არამ-ნახარაიმისაკენ – ნახორის ქალაქისაკენ. 11და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ საღამო ხანს ერთ ჭასთან, იმ დროს, როდესაც ქალები გამოდიან წყლის ამოსახაპად. 12და თქვა: „უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთო! ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს და მადლი უყავი ჩემს ბატონს, აბრაამს! 13აჰა, მე ვდგავარ ჭასთან სადაც ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოდიან წყლის ამოსახაპად; 14და თუ მოხდა და ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, და ის მიტყვის, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მსახურის, ისააკისთვის რომ გყავს დანიშნული. და ამით მივხვდები, რომ წყალობა უყავ ჩემს ბატონს.“
15მას ჯერ არ დაემთავრებინა სიტყვა, რომ მოვიდა მხარზე კოკაშემოდგმული რებეკა, რომლის მამა იყო ბეთუელი, რომელიც იყო ძე მილქასი და ნახორისა, აბრაამის ძმისა. 16ყმაწვილი ქალი ძალზე მშვენიერი იყო შესახედად; ქალწული იყო, მამაკაცი ჯერ არ გაჰკარებოდა. და ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა. 17და გაიქცა მსახური მის შესახვედრად, და სთხოვა: დამალევინეო ცოტა შენი კოკიდან. 18და უპასუხა მან: „დალიე, ჩემო ბატონო,“ და სწრაფად ჩამოიღო კოკა მხრიდან და დაალევინა. 19და რომ შეასვა, უთხრა: „შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.“ 20და უმალვე ჩამოცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. და უზიდავდა აქლემებს წყალს. 21და კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა მას გზა.
22და როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ნახევარი შეკელი წონის ოქროს რგოლი, და ათი შეკელის წონის ოქროს ორი სამაჯური. 23და ჰკითხა: „ვისი შვილი ხარ? მითხარი, თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის?“ 24და უპასუხა მან: „ბეთუელის ასული ვარ, ნახორის ძისა, მილქამ რომ უშვა.“ 25და დაამატა: „ბზეცა და თივაც ბევრი გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც მოგვეძიება.“ 26და მუხლი მოიყარა იმ კაცმა, და თაყვანი სცა უფალს. 27და თქვა: „კურთხეულია უფალი, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო სიმართლე და სიყვარული ჩემს ბატონს. უფალმა პირდაპირ მომაყენა ჩემი ბატონის ძმების სახლს.“
28და გაიქცა ყმაწვილი ქალი და ამცნო ეს ყველაფერი თავისი დედის სახლს. 29რებეკას ჰყავდა ძმა, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი იმ კაცისაკენ ჭასთან. 30და როცა იხილა რგოლი და სამაჯურები თავისი დის ხელებზე, და როცა მოისმინა თავისი დის, რებეკას მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა ლაბანი იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას ჭის პირას. 31და უთხრა: „შინ წამოდი, უფლის კურთხეულო, რად დგახარ გარეთ? მე გაგიმზადე ბინა და აქლემების სადგომი.“ 32და შევიდა კაცი სახლში. მოხადა ლაბანმა აქლემებს საკაზმები და მისცა მათ ბზე და თივა, და მას და მის თანმხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მოუტანა. 33და გაუწყვეს სუფრა, რომ ეჭამა. მაგრამ მან თქვა: „ვერ შევჭამ, ვიდრე არ ვიტყვი ჩემს სათქმელს.“ და უთხრა ლაბანმა: „თქვი.“
34და თქვა: „მე ვარ მსახური აბრაამისა. 35უფალმა დიდად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი. მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, ურიცხვი აქლემი და ვირი. 36და უშვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ძე ჩემს ბატონს, რომელსაც აბრაამმა მისცა მთელი თავისი საბადებელი. 37და დამაფიცა ჩემმა ბატონმა, არ მოუყვანოო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო, 38არამედ წადი ჩემი მამა-პაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქიდან მოუყვანეო ცოლი ჩემს ძეს. 39და ვუთხარი ჩემს ბატონს, რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი? 40და მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან. 41მაშინ გათავისუფლდები ჩემი ფიცისაგან, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ. და თუ არ გამოგაყოლებენ ქალს, მაშინ თავისუფალი ხარ ჩემი ფიცისაგან.’
42და მოვედი მე დღეს ჭასთან, და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ, 43აჰა, მე ვდგავარ ჭასთან და ყმაწვილ ქალს, რომელიც გამოვა ამოსახაპად, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი კოკიდან, 44და რომელიც მეტყვის: შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის ქალი იქნება, რომელიც აურჩევია უფალს ჩემი ბატონის შვილისთვის.’
45და ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, დავინახე რებეკა მხარზე კოკაშედგმული. და ჩავიდა იგი ჭასთან და, რომ ამოხაპა, ვუთხარი, დამალევინე-მეთქი. 46და უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა. 47და ვკითხე მას: ვისი შვილი ხარ-მეთქი? და მითხრა: ბეთუელის ასული ვარ, ნახორის ძისა, მილქამ რომ უშვაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები. 48და მოვიყარე მუხლი, და თაყვანი ვეცი უფალს, და ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც წარმმართა ჭეშმარიტი გზით, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მის შვილს მივგვარო ცოლად. 49და ახლა მითხარით მე: მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი ბატონისთვის? თუ არა და ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.“
50და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: „უფლისგან მოდის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს. 51აჰა, აქ არის რებეკა. წაიყვანე და წადი! და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს.“
52როგორც კი ისმინა აბრაამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მდაბლად. 53და ამოიღო აბრაამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და მისცა რებეკას. და მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები. 54და ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა, და ღამე გაათიეს. და ადგნენ დილით და თქვა აბრაამის მსახურმა: „გამიშვით ჩემს ბატონთან.“ 55მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: „დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათ დღეს მაინც, შემდეგ კი შეგიძლიათ წახვიდეთ.“ 56მაგრამ მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან სასიკეთოდ წარუმართავს უფალს ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან!“ 57და უთხრეს: „მოვუხმოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.“ 58და დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: „თუ წახვალ ამ კაცთან ერთად?“ და მან თქვა: „წავალ!“ 59და გაისტუმრეს რებეკა, თავიანთი და, თავისი ძიძითურთ, და აბრაამის მსახური და მისი კაცები. 60და დალოცეს რებეკა და უთხრეს: „ჩვენი და ხარ შენ. ბევრათასჯერ იმრავლე, თავის მტერთა ბჭენი დაიმკვიდროს შენმა მოდგმამ!“ 61და შესხდნენ რებეკა და მისი მხევლები აქლემებზე და გაჰყვნენ იმ კაცს. და წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62ხოლო ისააკი წამოსულიყო ბეერ-ლახაი-როიდან და ცხოვრობდა ნეგებში. 63და გავიდა ერთხელ ისააკი საღამო ხანს მინდორში ფიქრთგასართველად,#24:63 ებრ. მნიშვნელობა ბუნდოვანია და გაიხედა, და დაინახა მომავალი აქლემები. 64და გაიხედა რებეკამ, და დაინახა ისააკი და ჩამოხდა აქლემიდან. 65და უთხრა მსახურს: „ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესაგებებლად?“ და მიუგო მსახურმა: „ჩემი ბატონია ის.“ და აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა. 66და მოუთხრო მსახურმა ისააკს ყოველივე, რაც გააკეთა. 67და შეიყვანა იგი ისააკმა თავისი დედის, სარას, კარავში, და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა იგი. და დაუცხრა ისააკს დედის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი.
Currently Selected:
Genesis 24: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: