Genesis 27
27
1და როცა დაბერდა ისააკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს და უთხრა: „შვილო ჩემო!“ და მან მიუგო: „აქა ვარ.“ 2და უთხრა ისააკმა: „აჰა, დავბერდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები. 3ახლა აიღე შენი საჭურველი, და შენი მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე, 4და მომიმზადე კერძი, მე რომ მიყვარს. მომიტანე და შევჭამ, რომ გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, სანამ ცოცხალი ვარ.“
5და ესმოდა რებეკას ისააკის ეს საუბარი ესავთან, თავის ძესთან. და გავიდა ესავი ველად სანადიროდ, ნანადირევის მოსატანად. 6ხოლო რებეკამ უთხრა იაკობს, თავის ძეს: „მე მოვისმინე, რომ მამაშენი ესავს, შენს ძმას ეუბნებოდა: 7მომიტანე ნანადირევი და მომიმზადე კერძი და შევჭამ, რომ გაკურთხოო უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.
8ახლა, გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი: 9წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე, რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი. 10და მიართვი მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ.“ 11უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: „ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ? 12რომ შემახოს ხელი მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში? კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.“ 13უთხრა მას დედამ: „ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიტანე.“ 14წავიდა ის, აიყვანა თიკნები, და მოჰგვარა დედას. და მოამზადა დედამისმა კერძი, ისააკს რომ უყვარდა. 15და აიღო რებეკამ თავისი უფროსი ძის, ესავის, ძვირფასი სამოსელი, შინ რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, თავისი უმცროსი ძე. 16ხელები და კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა. 17და მისცა იაკობს, თავის ძეს ხელში კერძი და პური, რომელიც მოამზადა.
18და მივიდა იგი მამასთან და უთხრა: „მამაჩემო!“ და უპასუხა მან: „აქა ვარ. რა იყო? რომელი ხარ, შვილო?“ 19და უთხრა იაკობმა მამას: „ესავი ვარ, შენი პირმშო; გავაკეთე, როგორც მითხარი. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა.“ 20და უთხრა ისააკმა თავის ძეს: „რა მალე გინადირია, შვილო?“ და თქვა: „იმიტომ რომ უფალი, შენი ღმერთი, შემეწია.“ 21და უთხრა ისააკმა: „მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო შვილო, მართლა ჩემი ძე ხარ შენ ესავი თუ არა?“ 22და მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისააკს. და შეახო ხელი მან, და თქვა: ხმა – იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია! 23და ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი. 24და თქვა: „მაშ შენა ხარ ჩემი ძე ესავი?“ მან უპასუხა: – „მე ვარ!“ 25უთხრა ისააკმა: „მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა.“ და მიაწოდა და შეჭამა. მიუტანა ღვინოც, და შესვა. 26და უთხრა ისააკმა, მამამისმა: „მომეახლე და მეამბორე, შვილო!“ 27და მიეახლა და ეამბორა მას. და როცა იყნოსა მან სუნი მისი სამოსისა, აკურთხა იგი და თქვა: „აჰა, სუნი ჩემი ძისა, როგორც სუნი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა.#ებრ 11:20. 28და მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, და უხვად პური და ღვინო! 29და გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! იბატონე შენს ძმებზე და თაყვანი გცენ დედაშენის ძეთ. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხებელი შენი!“#დაბ 12:3.
30როგორც კი დაასრულა ისააკმა იაკობის კურთხევა, და გავიდა იაკობი, დაბრუნდა ესავი, მისი ძმა, ნადირობიდან. 31მანაც მოამზადა გემრიელი საჭმელი და მიართვა მამამისს, და უთხრა: „ადექი მამაჩემო და ჭამე შენი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა!“ 32და უთხრა მას ისააკმა, მამამისმა: „რომელი ხარ შენ?“ და თქვა ესავმა: „მე ვარ შენი ძე, შენი პირმშო, ესავი.“ 33და შეძრწუნდა ისააკი და თქვა: „ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე, ვიდრე შენ მოხვიდოდი და კურთხეული ის იქნება!“ 34მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა. და უთხრა მამას: „მეც მაკურთხე, მამაჩემო!“ 35და უთხრა მან: „ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა.“ 36თქვა ესავმა: „ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია.“ და თქვა: „ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა?“#დაბ 25:29-34. 37და პასუხად უთხრა ისააკმა: „შენს ბატონად დავაყენე იგი და ყველა მისი ძმა მივეცი მას მსახურად, და პურითა და ღვინით ავავსე, და შენ რაღა გიყო, შვილო?“ 38და უთხრა ესავმა მამას: „ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო!“ და ხმამაღლა ატირდა ესავი.#ებრ 12:17.
39და მიუგო ისააკმა, მამამისმა: „ნაყოფიერი მიწისგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი და შორს ცის ცვარისგან.#ებრ 11:20. 40შენმა მახვილმა გარჩინოს და შენს ძმას ემსახურებოდე. დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს.“#დაბ 36:8; 4მფ 8:20.
41და გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც იგი აკურთხა მამამ. და თქვა გულში: „ახლოვდება დღენი მამაჩემის გლოვისა და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს.“ 42და მიუტანეს რებეკას ესავის სიტყვები, თავისი უფროსი ძისა. და მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს, და უთხრა: „აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი! 43ახლა მომისმინე, შვილო, ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში. 44და ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი გაუვლის შენს ძმას. 45რომ დაცხრება რისხვა შენი ძმისა და დაივიწყებს, რაც უყავი მას, გამოვგზავნი ვინმეს და წამოგიყვან იქიდან. რატომ უნდა დაგკარგოთ ორივენი ერთ დღეს?“
46და უთხრა რებეკამ ისააკს: „სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ქალებმა. თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღასთვის მინდა სიცოცხლე?“
Currently Selected:
Genesis 27: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: