Genesis 28
28
1და მოუხმო ისააკმა იაკობს, აკურთხა და უბრძანა: „ცოლი ქანაანის ასულთაგან არ მოიყვანო. 2წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის სახლში, და იქიდან მოიყვანე ცოლად ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგანი. 3ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს, განაყოფიეროს და გამრავლოს. მრავალი ხალხები გამოვლენ შენგან. 4და მოგცეთ აბრაამის კურთხევა შენ და შენს მოდგმას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.“#დაბ 17:4-8. 5და გაუშვა ისააკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან ფადან-არამში, არამელი ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.
6და დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისააკმა იაკობი და გაუშვა ფადან-არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგან, 7და რომ დაუჯერა იაკობმა დედ-მამას და წავიდა ფადან-არამში. 8და ისიც დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისააკს, ქანაანელი ქალები. 9და წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა მახალათი, ასული ისმაელისა, აბრაამის ძისა, დაი ნებაიოთისა ცოლად, დანარჩენი ცოლების გვერდით.
10და გავიდა იაკობი ბეერ-შებაყიდან და გაემართა ხარანისაკენ, 11და მიადგა ერთ ადგილს, სადაც დარჩა ღამის გასათევად, რადგან მზე უკვე ჩაესვენა. აიღო ერთი ქვა და დაიდო სასთუმლად, და დაწვა დასაძინებლად. 12ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება. ღვთის ანგელოზები ადიან და ჩამოდიან კიბეზე.#იო 1:51. 13და უფალი იდგა ზედ და ამბობდა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისააკისა. ეს მიწა, სადაც წევხარ, შენთვისა და შენი მოდგმისთვის მომიცია.#დაბ 13:14,15. 14და ქვიშასავით გამრავლდება შენი მოდგმა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. კურთხევა იქნებით შენ და შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ტომისათვის.#დაბ 12:3; 22:18. 15მე შენთან ვარ, და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ, რაც გითხარი.“ 16როცა გამოფხიზლდა იაკობი ძილისაგან, თქვა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!“ 17და შეეშინდა და თქვა: „რა თავზარდამცემია ეს ადგილი! რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე.“
18და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ. 19და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი. წინათ კი ლუზი ერქვა ამ ადგილს. 20და აღთქმა დადო იაკობმა ამ სიტყვებით: „თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიფარავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს – შესამოსად, 21და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი, 22და ეს ქვა, ძეგლად რომ აღვმართე, იყოს ღვთის სახლი, და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი!“
Currently Selected:
Genesis 28: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: