Genesis 29
29
1და კვლავ დაადგა იაკობი გზას და წავიდა აღმოსავლელთა ქვეყნისაკენ. 2და მიმოიხედა და დაინახა ჭა ველზე, და მასთან ცხვრის სამი ფარა გაწოლილა, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარებს წყალს. დიდი ქვა ეფარა ჭას თავზე. 3და როცა მოგროვდებოდნენ იქ ფარები, გადააგორებდნენ ხოლმე მწყემსები ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს. და შემდეგ ისევ აფარებდნენ ჭას ამ ქვას.
4„სადაურები ხართ, ძმებო?“ – ჰკითხა იაკობმა მწყემსებს. და მიუგეს: „ხარანელები ვართ.“ 5და უთხრა: „თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს?“ თქვეს: „ვიცნობთ.“ 6და უთხრა მათ: „ხომ მშვიდობითაა?“ უპასუხეს: „მშვიდობითაა. აგერ, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოერეკება.“ 7თქვა: „ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრეა საქონლის თავმოყრა. დაარწყულეთ ცხვარი და წაასხით საძოვრად.“ 8თქვეს: „ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიკრიბება და არ გადმოაგორებენ ქვას ჭის პირიდან; მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს.“
9ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მათ იაკობი, რომ რახელმა მორეკა მამამისის ცხვარი, რადგან იგი მწყემსავდა ცხვარს. 10და როცა დაინახა იაკობმა რახელი, ლაბანის ასული, თავისი დედის ძმისშვილი, და ლაბანის, თავისი დედის ძმის ცხვარი, მივიდა და გადააგორა ქვა ჭის პირიდან, და დაარწყულა ლაბანის, თავისი დედის ძმის ცხვარი. 11და აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა. 12და ამცნო იაკობმა რახელს, რომ იგი მისი მამის დის, რებეკას, შვილი იყო. გაიქცა რახელი და მამას შეატყობინა.
13და როგორც კი გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად, გადაეხვია, გადაკოცნა და შინ შეიყვანა. და იაკობმა მოუთხრო ლაბანს მთელი ეს ამბავი. 14და უთხრა მას ლაბანმა: „ნამდვილად ჩემი სისხლი და ხორცი ხარ! და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.“
15და უთხრა ლაბანმა იაკობს: „ჩემი ნათესავი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა უნდა იყოს შენი საზღაური?“ 16ორი ასული ჰყავდა ლაბანს, უფროსს სახელად ლეა ერქვა, უმცროსს – რახელი. 17სუსტი თვალები ჰქონდა ლეას, ხოლო რახელი მოხდენილი იყო ტანად და მშვენიერი შესახედად. 18შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: „შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის.“ 19თქვა ლაბანმა: „მიჯობს, შენ მოგცე იგი, ვიდრე სხვა კაცს. დარჩი ჩემთან!“ 20და შვიდი წელი ემსახურებოდა იაკობი რახელისთვის. და ეს შვიდი წელი რამდენიმე დღედ ეჩვენებოდა იაკობს, ისე უყვარდა იგი.
21და უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან მოვიდა დრო და შევალ მასთან.“ 22შეკრიბა ლაბანმა მთელი იქაური ხალხი და გამართა ნადიმი. 23საღამო ჟამს აიყვანა ლეა, თავისი ასული, და შეიყვანა ის იაკობთან. და შევიდა იაკობი ლეასთან. 24და მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას, თავის ასულს, მხევლად. 25და ნახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან, და უთხრა ლაბანს: „ეს რა მიყავი? განა რახელისთვის არ გემსახურე? რად მომატყუე?“ 26და თქვა ლაბანმა: „ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვება. 27ბარემ გაასრულე საქორწინო შვიდი წელი და მერე რახელსაც მოგცემ იმ შრომისათვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს.“ 28იაკობიც ასე მოიქცა: გაასრულა ის შვიდი წელიც და ლაბანმა მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად. 29და მისცა ლაბანმა ბილჰა, თავისი მხევალი რახელს, თავის ასულს, მხევლად. 30შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც უყვარდა ლეაზე მეტად. და ემსახურებოდა ლაბანს მისთვის კიდევ შვიდ წელიწადს.
31როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო. 32დაორსულდა ლეა და შვა ძე და დაარქვა სახელად რეუბენი #29:32 რეუბენი: ებრ. ნიშნავს ‘ნახე, ბიჭია!’ და თქვა: „დაინახა უფალმა ჩემი ტანჯვა, ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი.“ 33და კვლავ დაორსულდა და შვა ძე და თქვა: „დაინახა უფალმა, რომ მოძულებული ვარ და მომცა ეს ძეც.“ და უწოდა მას სახელად სიმეონი.#29:33 სიმეონი: ებრ. ‘სიმეონი’ ჟღერს როგორც ‘მსმენელი’. 34და დაორსულდა კვლავ, და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ძე ვუშვი.“ ამიტომაც უწოდა სახელად ლევი.#29:34 ლევი: ებრ. ჟღერს როგორც გამოთქმა ‘ახლოს ყოლა’. 35და კვლავ დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან განვადიდებ უფალს.“ ამიტომ უწოდა მას სახელად იუდა.#29:35 იუდა: ებრ. ‘იუდა’ ჟღერადობით წააგავს სიტყვას ‘განდიდება’ ან ‘ქება’. და შეწყვიტა შობა.
Currently Selected:
Genesis 29: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: