Genesis 33
33
1გაიხედა იაკობმა და ხედავს, რომ მოდის ესავი 400 კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს. 2წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები. 3თავად მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა, შვიდზის მდაბლად თაყვანი სცა ძმას. 4გამოიქცა ესავი მის შესაგებებლად და გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორივენი. 5გაიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები და თქვა: „შენი რა არიან ესენი?“ და თქვა იაკობმა: „შვილებია, ღმერთმა რომ უწყალობა შენს მსახურს.“ 6ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურთ ესავთან და თაყვანი სცეს. 7ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანი სცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანი სცეს. 8უთხრა ესავმა: „რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რომ შემომხვდა?“ უთხრა იაკობმა: „რათა მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.“ 9და უთხრა ესავმა: „მე არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.“ 10ხოლო უთხრა იაკობმა: „არა, თუ მადლი მიპოვია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს, და შენც წყალობით შემომხედე. 11მიიღე შენთვის გამოგზავნილი ჩემი კურთხევა, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს.“ არ მოეშვა და მანაც მიიღო. 12და უთხრა ესავმა: „დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.“ 13ხოლო მან უთხრა: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები და ცხვარიც და საქონელიც მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი. 14თავისი მსახურის წინ იაროს ჩემმა ბატონმა, მე კი ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გამოვყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემ ბატონთან მივიდოდე სეყირში.“ 15უთხრა ესავმა: „ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს.“ უთხრა იაკობმა: „რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.“ 16იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისაკენ. 17ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც მოუწყო კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.#33:17 ‘კარვები’
18და მივიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი შექემ-ქალაქში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ. 19შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა.#ისნ 24:32; იო 4:5. 20აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელ-ელოჰე-ისრაელი.#33:20 ელ-ელოჰე-ისრაელი: ღმერთი ისრაელისა.
Currently Selected:
Genesis 33: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: