Genesis 32
32
1და წავიდა იაკობი თავისი გზით და შემოხვდნენ მას ღვთის ანგელოზები. 2და თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: „ეს ღვთის ბანაკია, და უწოდა სახელად იმ ადგილს მახანაიმი.“ #32:2 მახანაიმი: ებრ. ‘ორი ბანაკი’
3და გაგზავნა იაკობმა თავის წინ მაცნეები თავისი ძმის, ესავისაკენ, რომელიც ცხოვრობდა სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე 4და დააბარა მათ: „უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს-თქო შენი მსახური იაკობი: ლაბანთან ვცხოვრობდი მე და აქამდე დავყოვნდი. 5და მყავს მე ხარები და ვირები, ცხვარი და მსახურნი და მხევალნი, და ვაუწყებ ჩემს ბატონს, რომ მინდა ვპოვო მადლი მის თვალში.“
6და დაბრუნდნენ მოციქულნი იაკობთან და აუწყეს: „ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც მოდის 400 კაცით შენს შესახვედრად.“ 7ძალზე შეეშინდა იაკობს და შეშფოთდა. და გაყო ხალხი, თან რომ ახლდა, აგრეთვე ცხვარ-ძროხა და აქლემები ორ ბანაკად. 8და თქვა: „თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს, მეორე გადარჩება.“
9და თქვა იაკობმა: „ჩემი მამის, აბრაამის ღმერთო და ჩემი მამის, ისააკის ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სანათესაოს და შენს ქვეყანას, და სიკეთეს გიყოფო, 10ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მსახურს რომ უყავ. მე ხომ ერთი კომბლის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორი ბანაკი გავხდი. 11მიხსენ მე ჩემი ძმის, ესავის, ხელიდან, რადგან მეშინია მისი, ვაითუ მოვიდეს და ამოგვხოცოს ყველანი დედაშვილიანად. 12შენ კი ნათქვამი გაქვს: ‘სიკეთეს გიყოფ და გავხდი შენ თესლს ზღვის ქვიშასავით, რომელიც არ აღირიცხება სიმრავლის გამო.’“#დაბ 22:17.
13და გაათია იქ ღამე. და გამოარჩია თავისი ქონებიდან საჩუქარი ესავისათვის, თავისი ძმისათვის: 14200 დედალი თხა და 20 ვაცი, 200 დედა ცხვარი და 20 ვერძი, 1530 მეწველი აქლემი თავის კოზაკებიანად, 40 ფური და 10 ხარი, 20 ჭაკი ვირი და 10 ჩოჩორი. 16და მისცა თავის მსახურებს ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: „იარეთ ჩემ წინ და დატოვეთ მანძილი ჯოგებს შორის.“ 17და უბრძანა პირველს: „როცა შეგხვდეს ესავი, ჩემი ძმა, და გკითხოს, ვისი ხარ და საით მიხვალ, და ვისია ეს სამწყსოო, 18უთხარი: იაკობისაა, შენი მსახურისა, ძღვნად გამოგზავნილი ჩემი ბატონის, ესავისათვის, და თავადაც უკან მოგვყვება-თქო.“ 19ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც მიდიოდა სამწყსოს უკან: ასე უთხარით ესავს, როცა შეხვდებით: 20„აჰა, შენი მსახური იაკობიც ჩვენს უკან მოდის-თქო,“ რადგან ფიქრობდა: ძღვენით, რომელიც ჩემ წინ მიდის, დავაცხრობო მის რისხვას, მერე კი, სახეზე რომ შევხედავ, იქნებ შემიწყალოსო. 21და წავიდა ძღვენი მის წინ; ის კი იმ ღამეს ბანაკში ათევდა.
22და ადგა იმავე ღამეს, გამოიყვანა თავისი ორი ცოლი, თავისი ორი მხევალი და თავისი 11 ძე და გადავიდა იაბოკის ფონზე. 23და წაიყვანა ისინი და გადაიყვანა მდინარეზე, და გადაიტანა, რაც კი ებადა. 24და უკან მობრუნებული იაკობი მარტო დარჩა. და ერკინებოდა მას ერთი კაცი განთიადამდე.#ოს 12:3,4. 25და როცა დაინახა, რომ ვერ ერეოდა, შეეხო იგი მისი თეძოს სახსარს, და ეღრძო თეძოს სახსარი იაკობს მასთან ჭიდილისას. 26და იმ კაცმა უთხრა: „გამიშვი, უკვე თენდება.“ და უთხრა იაკობმა: „არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ!“ 27და უთხრა მან: „რა გქვია შენ?“ უპასუხა მან: „იაკობი.“ 28და უთხრა მას: „ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ერკინებოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!“#დაბ 35:10. 29და ჰკითხა მას იაკობმა: „მითხარი შენი სახელი.“ და მიუგო მან: „რად კითხულობ ჩემს სახელს?“ და იქვე აკურთხა იგი.#მსჯ 13:17,18. 30თქვა იაკობმა: „პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი“ და უწოდა იმ ადგილს ფენიელი.#32:30 ფენიელი: ებრ. ‘ღმერთის სახე’. 31და ამოუბრწყინდა მას მზე, როგორც კი გასცდა ფენუელს. და კოჭლობდა იგი თეძოთი. 32ამიტომ არ ჭამენ ისრაელიანები დღემდე მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან შეეხო ის იაკობის სახსარს თეძოს ძარღვზე.
Currently Selected:
Genesis 32: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: