Genesis 31
31
1და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ: ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მისი ქონებით გამდიდრდაო. 2და სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორიც უწინ იყო. 3და უთხრა უფალმა იაკობს: „დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში, შენს სამშობლოში, და მეც შენთან ვიქნები.“ 4და გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, თავის ფარასთან. 5და უთხრა მათ: „ვხედავ, რომ მამათქვენს სახე შეეცვალა ჩემს მიმართ. მამაჩემის ღმერთი კი ჩემთან არის. 6თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურში. 7მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის. 8და როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, მთელი ფარა დაწინწკლულებს იგებდა. და თუ იტყოდა, ხატულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა. 9ასე წაართვა ღმერთმა ფარები მამათქვენს და მე მომცა.
10ფარის ახურების დრო იყო და ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ: ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელი, დაწინწკლულები და ხალებიანი იყვნენ. 11და მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: ‘იაკობ!’ და მე ვუპასუხე: ‘აქა ვარ.’ 12და თქვა: ‘აახილე თვალი და შეხედე – ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელია, დაწინწკლული და ხალიანი, რადგან ვხედავ ყველაფერს, რასაც ლაბანი გიკეთებს შენ. 13მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც სვეტს სცხე ზეთი, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას.’“#დაბ 28:18-22. 14და მიუგეს რახელმა და ლეამ მას: „ნუთუ კიდევ გვიძევს ჩვენ წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში? 15განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც მთლიანად შეჭამა? 16ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.“
17და ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და თავისი ცოლები აქლემებზე, 18და გზას გაუყენა მთელი თავისი სამწყსო და მთელი თავისი დოვლათი, რომელიც მოიხვეჭა, თავისი საკუთარი ფარა, რაც შეიძინა ფადან-არამში, რათა წასულიყო ისააკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში.
19ლაბანი კი წასული იყო თავისი ცხვრის საპარსად; და რახელმა მოიპარა თავისი მამის საოჯახო კერპები. 20ასე გააცურა იაკობმა ლაბან არამელი – არ გაუმხილა, რომ გაურბოდა მას. 21და გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი ებადა. და ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი.
22მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა. 23თან წაიყვანა თავისი თანამოძმენი და სდია მას შვიდი დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთებში არ წამოეწია. 24და გამოეცხდა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: „ფრთხილად იყავი, ნუ ეტყვი იაკობს ნურც კარგსა და ნურც ავს.“
25და როცა დაეწია ლაბანი იაკობს, იაკობს გაშლილი ჰქონდა კარავი მთაზე, და ლაბანმაც გაშალა კარავი გალაადის მთაზე თავის თანამოძმეებთან ერთად. 26და ლაბანმა უთხრა იაკობს: „ეს რა ჰქენი? მომატყუე და წაასხი ჩემი ასულები, თითქოს მახვილით ნაშოვარი ტყვეები ყოფილიყვნენ. 27უჩუმრად რატომ გაიპარე, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდი. 28არ დამაცადე, ჩემი ვაჟები და ასულები გადამეკოცნა. უგუნურად მოიქეცი. 29გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე. ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო. 30ახლა, წასვლით კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღად მომპარე?“ 31და პასუხად მიუგო იაკობმა ლაბანს: „შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს. 32და ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება! ჩვენს ძმათა წინაშე დაადე ხელი ყველაფერს, რაც შენია, და წაიღე.“ არ იცოდა იაკობმა, რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები.
33და შევიდა ლაბანი იაკობის კარავში და ლეას კარავში და ორივე მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა. 34და რახელმა აიღო საოჯახო ღმერთები და აქლემის უნაგირს ქვეშ ამოდო ისინი და ზედ დაჯდა. და გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერ იპოვა. 35და უთხრა რახელმა მამას: „ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესში ვდგავარ.“ და ეძება და ვერ იპოვა ლაბანმა კერპები.
36და განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. და მიუგო იაკობმა ლაბანს და უთხრა: „რა დავაშავე და რა შევცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ? 37ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ნივთები, რა იპოვნე შენი ნივთებიდან? დააწყვე აქ შენს და ჩემს ძმათა წინაშე და მათ განგვსაჯონ ჩვენ ორნი! 38ეს 20 წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია. 39ნამხეცავი შენთან არ მომიტანია – მე ვზარალობდი. მე მაზღვევინებდი დღისა და ღამის ნაქურდალს. 40დღისით ხორშაკი მწვავდა და ღამით ყინვა, და არ მიკარებია ძილი ჩემს თვალებს. 41ასე დავყავი 20 წელი შენს სახლში: გემსახურებოდი 14 წელი შენი ორი ასულისათვის, და ექვსი წელი შენი ცხვრებისათვის; შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო. 42რომ არ ყოფილიყო ჩემთან ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისააკისა, შენ ახლა ცარიელს გამისტუმრებდი. ჩემი ტანჯვა და ჩემი ხელების ჯაფა იხილა ღმერთმა და გამხილა წუხელ!“
43და მიუგო ლაბანმა იაკობს: „ეს ქალები ჩემი ასულები არიან, და ეს ვაჟები ჩემი ძენი არიან, ეს ფარები ჩემი ფარებია. და ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. რა ვუყო ახლა ჩემს ასულებს ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს? 44მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ; და ის იყოს მოწმედ მე და შენს შორის.“ 45და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი ძეგლად. 46და უთხრა იაკობმა თავის ნათესავებს: „მოაგროვეთ ქვები.“ და აიღეს ქვები და აღმართეს ბორცვი, და ჭამეს იქ, ბორცვზე. 47და უწოდა ლაბანმა იმ ბორცვს იეგარ-საჰადუთა.#31:47 იეგარ-საჰადუთა: არამ. – ‘ბორცვი მოწმობისა’ და იაკობმა უწოდა მას გილეყადი.#31:47 გილეყადი: ებრ. – ‘ბორცვი მოწმობისა’ 48და თქვა ლაბანმა: „ეს ბორცვი იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის.“ და ამიტომ ეწოდა მას გილეყადი, 49და აგრეთვე მიცფა,#31:49 მიცფა: ებრ. ჟღერს როგორც ‘სათვალთვალო ადგილი’. რადგან თქვა ლიბანმა: „მეთვალყურეობდეს უფალი მე და შენს შორის, როცა მივეფარებით ერთმანეთის თვალს. 50თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან სხვა ცოლებს ჩემი ასულების გვერდით, რომც არავინ იყოს ჩვენთან, იცოდე, ღმერთია მოწმე მე და შენს შორის.“
51და უთხრა ლაბანმა იაკობს: „აჰა, ეს ბორცვი და ეს ძეგლი, რომლებიც აღვმართე მე და შენს შორის! 52ეს ბორცვი იყოს მოწმე და ეს ძეგლი მოწმეა, რომ მე არასოდეს გადმოვლახავ შენკენ ამ ბორცვს, და არც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ ბორცვს და ამ ძეგლს საბოროტოდ. 53აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენს შორის, მათი მამების ღმერთმა.“ და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისააკის შიში.#31:53 ებრ. ტექსტი აქ ბუნდოვანია. 54და შეწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეებს პურის საჭმელად; და მათ ჭამეს პური და გაათიეს მთაზე.
55და ადგა ლაბანი დილაადრიანად და აკოცა თავის შვილიშვილებს და თავის ასულებს, და აკურთხა ისინი, და წავიდა და დაუბრუნდა თავის მხარეს.
Currently Selected:
Genesis 31: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა

: