Kisary famantarana ny YouVersion
Kisary fikarohana

დაბ. 6:1-4

დაბ. 6:1-4 GEO02

როცა იწყეს ადამიანებმა გამრავლება მიწის პირზე და ასულები შეეძინათ მათ, იხილეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და ცოლებად მოჰყავდათ ისინი, ვისაც კი ამოირჩევდნენ. და თქვა უფალმა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანში მარად, რადგან იგი ხორციელია, და იქნენ დღენი მისი ას ოცი წელი. ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან.

Planina sy fampaherezam-panahy maimaim-poana mifandraika amin'ny დაბ. 6:1-4