John 10
10
1ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: „ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი. 2ვინც კარიდან შედის, მწყემსია იგი ცხვრებისა. 3მას უღებს მეკარე და ცხვრებს ესმით მისი ხმა; იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. 4როდესაც ყველა თავისას გამოიყვანს, მიუძღვის მათ წინ და ცხვრები მისდევენ მას, რადგან იცნობენ მის ხმას. 5უცხოს კი არ გაჰყვებიან, გაექცევიან მას, რადგან უცხოს ხმას არ იცნობენ.“ 6ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.
7კვლავ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვრებისა. 8ყველა, ვინც ჩემზე ადრე მოვიდა, ქურდი იყო და ავაზაკი, და ცხვრებმა არ უსმინეს მათ. 9მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, ჰპოვებს ხსნას, და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10ქურდი კი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ, და უხვად ჰქონდეთ. 11მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვრებისთვის. 12მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვრები ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. 13მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე. 14მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემებს და ჩემები მიცნობენ მე, 15როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის. #მთ 11:27; ლკ 10:22. 16მყავს მე სხვა ცხვრებიც, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. 17იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. 18ვერავინ წამართმევს მას, არამედ მე თვითონ ვდებ მას. მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავ მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.“
19ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება ებრაელთა შორის. 20ბევრმა მათგანმა თქვა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“ 21სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეუძლია ეშმაკს ბრმას თვალი აუხილოს?“
22მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში, ზამთარი იდგა. 23და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში. 24შემოეხვივნენ მას ებრაელნი და უთხრეს: „როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად.“ 25მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ. ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე. 26მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრებისანი არა ხართ, როგორც გითხარით. 27ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან. 28მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან უკუნისამდე, და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს მათ. 29ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მათი გატაცება ჩემი მამის ხელიდან. 30მე და მამა ერთი ვართ.“
31კვლავ აიღეს ებრაელებმა ქვები მის ჩასაქოლად. 32მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისაგან, რომელი ამ საქმეთაგანისთვის მქოლავთ?“ 33მიუგეს მას ებრაელებმა: „კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღმერთის გმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი.“#ლევ 24:16. 34მიუგო მათ იესომ: „განა თქვენს რჯულში არ წერია: ‘მე ვთქვი: ღმერთები ხართ თქვენ’?#ფს 81:6. 35თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღმერთის სიტყვა იყო, – ხოლო წერილი არ ირღვევა – 36მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა ქვეყნიერებაზე, ეუბნებით: ‘ღმერთსა გმობ,’ რაკი ვთქვი, რომ ღმერთის ძე ვარ? 37თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. 38ხოლო თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემშია და მე მამაში ვარ.“ 39კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ გაეცალათ ხელიდან.
40წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათელს სცემდა იოანე, და იქ დარჩა. #იო 1:28. 41ბევრნი მოდიოდნენ მასთან და ამბობდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტია. 42და ბევრი ერწმუნა მას იქ.
Markert nå:
John 10: სბს
Marker
Del
Kopier
Vil du ha høydepunktene lagret på alle enhetene dine? Registrer deg eller logg på
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: