John 9
9
1და რომ მიდიოდა, დაინახა კაცი, შობიდანვე ბრმა. 2ჰკითხეს მოწაფეებმა: „რაბი, ვინ შესცოდა, ამან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ 3მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღმერთის საქმენი გამოცხადდეს მასზე. 4ჩვენ უნდა ვაკეთოთ მისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა; მოდის ღამე, როდესაც ვეღარავინ შეძლებს კეთებას. 5სანამ ქვეყნად ვარ, მე ვარ ქვეყნიერების ნათელი.“#მთ 5:14; იო 8:12. 6ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი აზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას. 7და უთხრა მას: „წადი და მოიბანე სილოამის საბანელში“ (რაც ნიშნავს: მოვლინებული). წავიდა, მოიბანა და მხედველი დაბრუნდა. 8მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ჰყავდათ ნანახი, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არ არის, რომ იჯდა და თხოულობდა?“ 9ერთნი ამბობდნენ: „სწორედ ისაა.“ სხვებმა თქვეს: „არა, მაგრამ მას ჰგავს.“ მან კი თქვა: „მე ვარ.“ 10მაშინ უთხრეს მას: „როგორ აგეხილა თვალები?“ 11მიუგო მან: „კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი აზილა, წამისვა თვალებზე და მითხრა: ‘წადი სილოამს და მოიბანე.’ წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.“ 12და უთხრეს მას: „სადაა იგი?“ ამბობს: „არ ვიცი.“
13მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, რომელიც წინათ ბრმა იყო. 14იყო ის დღე შაბათი, როდესაც იესომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა. 15კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.“ 16თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: „ეს კაცი არ არის ღმერთისაგან, რაკი შაბათს არ იცავს.“ სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებდა ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება. 17კვლავ ეუბნებიან მას, ადრე რომ ბრმა იყო: „შენ რას იტყვი იმაზე, თვალები ვინც აგიხილა?“ მან თქვა: „წინასწარმეტყველია.“
18არ დაიჯერეს ებრაელებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, ვიდრე არ მოიხმეს თვალახელილის დედ-მამა. 19და ჰკითხეს მათ: „ეს არის თქვენი ძე, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადა? ახლა როგორღა ხედავს?“ 20მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა, 21მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. მოწიფულია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე.“ 22ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რაკი ებრაელების ეშინოდათ. რადგან უკვე შეთქმულნი იყვნენ ებრაელები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა. 23ამიტომ თქვეს მშობლებმა: „მოწიფულია, მას ჰკითხეთ.“
24მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: „მიაგე დიდება ღმერთს; ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი.“ 25ხოლო მან მიუგო: „ცოდვილია თუ არა ის კაცი, არ ვიცი; მე ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ.“ 26და კვლავ უთხრეს მას: „რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“ 27მიუგო მათ: „მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ თქვენც მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“ 28მათ გალანძღეს იგი და თქვეს: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. 29ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ეს კი არ ვიცით, საიდანაა.“ 30მიუგო კაცმა და უთხრა მათ: „საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მე კი თვალები ამიხილა. 31ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს. 32დასაბამიდან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს. 33ის რომ ღმერთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გააკეთდებდა.“ 34მიუგეს და უთხრეს მას: „შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს იგი.
35გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: „გწამს კაცის ძე?“ 36მიუგო მან და თქვა: „ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“ 37უთხრა იესომ: „შენ გინახავს იგი და ის არის, ვინც შენ გელაპარაკება.“ 38მან თქვა: „მწამს, უფალო.“ და თაყვანი სცა მას. 39და თქვა იესომ: „განსასჯელად მოვედი ქვეყნიერებაზე, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ.“ 40გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“ 41უთხრა მათ იესომ: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, გრჩებათ თქვენი ცოდვა.“
Markert nå:
John 9: სბს
Marker
Del
Kopier
Vil du ha høydepunktene lagret på alle enhetene dine? Registrer deg eller logg på
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: