YouVersion Logo
Search Icon

Genesis 16

16
1და სარაის, აბრამის ცოლს, არ უშვია მისთვის. მას ჰყავდა ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი. 2და უთხრა სარაიმ აბრამს: „უფალმა დამხშა შვილიერებისაგან. შედი ჩემ მხევალთან. ეგებ გავშვილიანდე მისგან.“ და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები. 3და ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი ჰაგარი, თავისი მხევალი ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყანაში მისი დასახლების ათი წლისთავზე. 4და შევიდა აბრამი ჰაგართან და დაორსულდა ჰაგარი. და როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, თავისი ქალბატონის დამცირება იწყო. 5და უთხრა სარაიმ აბრამს: „შენი ბრალია ჩემი დამცირება: მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დამცირება დამიწყო. უფალმა განსაჯოს მე და შენს შორის.“ 6და უთხრა აბრამმა სარაის: „შენი მხევალი შენს ხელთაა, როგორც გენებოს, ისე მოექეცი.“ და დაუწყო სარაიმ ჩაგვრა ჰაგარს და გაექცა მას ჰაგარი.
7და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა უდაბნოში, შურის გზაზე, წყაროსთან. 8და ჰკითხა: „ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და საით მიხვალ?“ და უპასუხა მან: „სარაის, ჩემს ქალბატონს, გავურბივარ.“ 9და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე მას.“ 10და კიდევ უთხრა: „ისე გავამრავლებ შენს მოდგმას, რომ შეუძლებელი იქნება მისი აღრიცხვა.“ 11და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „აჰა, ორსულად ხარ და შობ ძეს, და ისმაელს დაარქმევ მას სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას. 12იგი იქნება კანჯარივით კაცთა შორის; მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი იქნება მის წინააღმდეგ, თავისი ძმების პირისპირ იცხოვრებს იგი.“
13და უწოდა ჰაგარმა მასთან მოლაპარაკე უფალს სახელად: „ელ-როი,“ რაც ნიშნავდა: ჩემი მხილველი ღმერთი ვიხილე მეც.#16:3 ებრ. ტექსტი აქ ბუნდოვანია. 14ამიტომ უწოდა იმ ჭას ბეერ-ლახაი-როი.#16:14 ებრ. მხილველის ჭა (იხ. 25:11). იგი მდებარეობს კადეშსა და ბერედს შორის.
15და უშვა ჰაგარმა აბრამს ძე. და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ძეს, რომელიც ჰაგარმა უშვა, ისმაელი.#გლტ 4:22. 16აბრამი იყო 86 წლისა, როდესაც ჰაგარმა მას ისმაელი უშვა.

Currently Selected:

Genesis 16: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in