Luke 13
13
1მოვიდნენ ამ დროს ზოგიერთები და ამცნეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს. 2მიუგო იესომ და უთხრა მათ: „თქვენ გგონიათ, რომ ეს გალილეველები ყველა სხვა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ დაიტანჯნენ? 3არა, გეუბნებით თქვენ, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. 4ან როგორ გგონიათ, ის 18 კაცი, რომელთაც სილოამში კოშკი დაეცა თავზე და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანი, იერუსალიმში რომ ცხოვრობს? 5არა, გეუბნებით თქვენ, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!“
6უთხრა ეს იგავი: „ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვის ხე ედგა. მივიდა, რომ ზედ ნაყოფი ეპოვნა და ვერ ნახა. 7და უთხრა მევენახეს: ‘აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი, ტყუილად რად უნდა აცდენდეს მიწას?’ 8მან კი მიუგო და უთხრა: ‘ბატონო, წელსაც დატოვე, ძირს გამოვუბარავ და ნაკელს დავუყრი, 9იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მერე მოჭერი.’“
10შაბათ დღეს ასწავლიდა მათ ერთ სინაგოგაში. 11და აჰა, იყო იქ ქალი, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეპყრობილი იყო უძლურების სულით. დაკრუნჩხული იყო და წელში ვერ იმართებოდა. 12იესომ რომ დაინახა, დაუძახა და უთხრა: „ქალო, თავისუფალი ხარ შენი უძლურებისაგან.“ 13და დაადო ხელები და მაშინვე გაიმართა იგი, და ადიდებდა ღმერთს. 14განრისხდა სინაგოგის მთავარი, შაბათს რომ განკურნა იესომ, და უთხრა ხალხს: „ექვსი დღეა, როდესაც შეიძლება საქმობა. იმ დღეებში მოდით და განიკურნეთ, და არა შაბათ დღეს.“#გამ 20:9,10; რჯ 5:13,14. 15მიუგო მას უფალმა და უთხრა: „თვალთმაქცებო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად? 16ხოლო ეს აბრაამის ასული, რომელიც უკვე 18 წელიწადი შებორკილი ჰყავდა სატანას, არ შეიძლებოდა შაბათ დღეს გამოხსნილიყო ამ ბორკილებიდან?“ 17როდესაც ამას ამბობდა, ყველა მის მოწინააღმდეგეს რცხვენოდა; ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის მიერ ქმნილ დიდებულ საქმეთა გამო.
18და ამბობდა: „რას ჰგავს ღმერთის სასუფეველი და რას ვამსგავსო იგი? 19იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს.“ 20და კიდევ თქვა: „რას ვამსგავსო ღმერთის სასუფეველი? 21იგი ჰგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და შეზილა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ აფუვდა.“
22დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და იერუსალიმისაკენ მიემართებოდა. 23უთხრა მას ვიღაცამ: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?“ მან კი უთხრა მათ: 24„იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარით. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს. 25როდესაც სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დააკაკუნებთ კარზე და ეტყვით: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’ მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით: ‘არ გიცნობთ, სადაურები ხართ.’ 26მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: ‘შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.’ 27და გეტყვით: ‘გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, ბოროტმოქმედნო.’#ფს 6:9. 28და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როდესაც იხილავთ აბრაამს და ისააკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმერთის სასუფეველში, თქვენს თავს კი – გარეთ გაძევებულებს. #მთ 22:13; 25:30.#მთ 8:11,12. 29მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და ინახად დასხდებიან ღმერთის სასუფეველში. 30და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან.“#მთ 19:30; 20:16; მრკ 10:31.
31ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი ფარისეველთაგან და უთხრეს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკვლა უნდა.“ 32და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იმ მელას: ‘აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ. 33მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, რადგან არ ხდება ისე, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს!’ 34იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ! 35აჰა, სახლი აოხრებული გრჩებათ. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!’“#ფს 117:26.
Селектирано:
Luke 13: სბს
Нагласи
Сподели
Копирај
Дали сакаш да ги зачуваш Нагласувањата на сите твои уреди? Пријави се или најави се
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013