დაბ. 16
16
ისმაელის დაბადება
1და სარაის, აბრამის ცოლს, არ უშვია მისთვის. და მას ჰყავდა ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი.
2და უთხრა სარაიმ აბრამს: „უფალმა დამაბრკოლა შვილოსნობისაგან. შედი ჩემს მხევალთან. ეგებ გავშვილიანდე მისგან.“ და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები.
3და მისცა სარაიმ, აბრამის ცოლმა, თავისი ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი თავის ქმარს ცოლად, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის შემდეგ.
4და შევიდა იგი ჰაგართან, და დაორსულდა იგი. და როცა დაინახა ჰაგარმა, რომ ორსულად იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში.
5და უთხრა სარაიმ აბრამს: „შენი ბრალია ჩემი დამცირება: მე მოგეცი ჩემი მხევალი შენს წიაღში; და როცა დაინახა, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. და აწ უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის.“
6და უთხრა აბრამმა სარაის: „აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი, და რაც გინდა, ის უყავი.“ და ჩაგრავდა მას სარაი, და ის გაექცა მას.
7და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა წყლის წყაროსთან უდაბნოში, შურის გზაზე.
8და ჰკითხა: „ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ?“ და მან უპასუხა: „სარაის, ჩემს ქალბატონს, გავურბივარ.“
9და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე მას.“
10და კიდევ უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „გავამრავლებ შენს შთამომავლობას, და ვერ აღირიცხება იგი სიმრავლისაგან.“
11და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „აჰა, შენ ორსულადა ხარ და შობ ვაჟს, და ისმაელს უწოდებ სახელად, რადგან შეისმინა უფალმა შენი გასაჭირი.
12და იქნება იგი ველური კაცი; მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი იქნება მის წინააღმდეგ და თავისი ძმების წინ იცხოვრებს იგი.“
13და უწოდა სახელი უფალს, მასთან მოლაპარაკეს: „შენ ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი!“ რადგან თქვა: „ხომ ვნახე აქ კვალი ჩემი მხილველისა.“
14ამიტომ უწოდა ჭას „ბეერ-ლახაი-როი (მხილველის ჭა).“ იგი მდებარეობს კადეშსა და ბარედს შორის.
15და უშვა ჰაგარმა აბრამს ძე. და უწოდა აბრამმა სახელად თავის ძეს, რომელიც უშვა მას ჰაგარმა, ისმაელი.
16და აბრამი იყო ოთხმოცდაექვსი წლისა, როდესაც ისმაელი უშვა მას ჰაგარმა.
Zvasarudzwa nguva ino
დაბ. 16: GEO02
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: