დაბ. 26
26
აბრაამის აღთქმა გადადის ისაკზე
1და ჩამოვარდა შიმშილობა ქვეყანაში იმ ადრინდელი შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაამის დღეებში იყო. და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დარჩი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
3ხიზნობდე იმ ქვეყანაში, და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს თესლს მოგცემთ მთელ ამ ქვეყანას, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაშენს.
4და გავამრავლებ შენს თესლს, ვითარცა ვარსკვლავებს ცისას, და მივცემ შენს თესლს მთელს იმ ქვეყანას. და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყოველი ტომი,
5რადგან ისმინა აბრაამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი დასაცველი, ჩემი ბრძანებები, ჩემი წესები და ჩემი რჯულდებები.“
ისაკის შიში
6და ცხოვრობდა ისაკი გერარში.
7და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მის ცოლზე, და მან უთხრა, რომ მისი და იყო. რადგან ეშინოდა, რომ ეთქვა, ჩემი ცოლი არისო, რადგან ფიქრობდა, აქაურ ხალხს შეუძლიათ მომკლანო რებეკას გულისთვის; რადგან რებეკა დიდად მშვენიერი იყო.
8და იყო იქ მრავალი დღე. და გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და დაინახა, რომ ელაღობებოდა ისაკი რებეკას, თავის ცოლს.
9და მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: „აჰა, ცოლია ის შენი! რატომ თქვი: ჩემი და არისო?“ და უთხრა მას ისაკმა: „იმიტომ, რომ მეშინოდა მის გამო არ მოვმკვდარიყავი!“
10და უთხრა აბიმელექმა: „ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი ხალხიდან, და მოაწევდი ცოდვას ჩვენზე!“
11და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს და თქვა: „ვინც შეეხება ამ კაცს ან მის ცოლს, სიკვდილით მოკვდება.“
12და დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმავე წელიწადს. რადგან აკურთხა იგი უფალმა.
13და განდიდდა ეს კაცი, და მაღლდებოდა უფრო და უფრო, ვიდრე არ განდიდდა დიდად.
14და ჰყავდა მას ცხვრის ფარა და ხარების ჯოგი, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15და ყოველი ჭა, რომელიც კი ამოთხარეს მამამისის მსახურებმა აბრაამის სიცოცხლის დღეებში, ფილისტიმელებმა დაქოლეს და მიწით ამოავსეს.
16და უთხრა აბიმელექმა ისაკს: „წადი ჩვენგან, რადგან ჩვენზე მეტად გაძლიერდი.“
ისაკი თხრის ჭას
17და წავიდა ისაკი იქიდან, და დაბანაკდა გერარის ხეობაში, და იქ ცხოვრობდა.
18და კვლავ ამოთხარა ისაკმა წყლის ჭები, რომელნიც ამოთხარეს მამამისის, აბრაამის დღეებში, და დაქოლეს ისინი ფილისტიმელებმა მისი სიკვდილის შემდეგ. და უწოდა მათ ის სახელები, რომელნიც უწოდა მათ მამამისმა.
19და თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში, და აღმოაჩინეს ცოცხალი წყლის ჭა.
20და დაობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან და ამბობდნენ: „წყალი ჩვენ გვეკუთვნის!“ და მან უწოდა ჭას სახელად ყესეკი, რადგან დაობდნენ მასთან.
21და ამოთხარეს სხვა ჭა და მასზედაც დაობდნენ; ამიტომ უწოდა მას სახელად სიტნა.
22და გადაინაცვლა იქიდან, და ამოთხარა სხვა ჭა, და მასზე არ შედავებიან. ამიტომ უწოდა სახელად მას რეხობოთი და თქვა: „ამიერიდან გაგვაფართოვა ჩვენ უფალმა და გავმრავლდით ქვეყანაზე.“
23და იქიდან წავიდა ბეერ-შებაყში.
24და გამოეცხადა მას უფალი იმ ღამით, და უთხრა: „მე ვარ აბრაამის, მამაშენის, ღმერთი, და ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ და გაკურთხებ, და გაგიმრავლებ თესლს აბრაამის, ჩემი მსახურის, გამო.“
25და ააშენა იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. და გაშალა იქ თავისი კარავი, და ამოთხარეს იქ ჭა ისაკის მსახურებმა.
26და მივიდა აბიმელექი მასთან გერარიდან, და მასთან ერთად ახუზათი, მისი მეგობარი, და ფიქოლი, მისი მთავარი.
27და უთხრა მათ ისაკმა: „რისთვის მოხვედით ჩემთან, ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?“
28და უთხრეს: „ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ უფალია შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და დავდებთ კავშირს შენთან,
29რომ არ გვიბოროტო, რადგან ჩვენ არ დაგვიჩაგრიხარ, მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის, და მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ შენ.“
30და გაუმართა ნადიმი მათ ისაკმა, და ჭამეს და სვეს.
31და ადგნენ დილაადრიანად, და შეჰფიცეს ერთმანეთს. და გაუშვა ისინი ისაკმა, და წავიდნენ მისგან მშვიდობით.
32და იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და აუწყეს ჭის შესახებ, რომელიც მათ ამოთხარეს, და უთხრეს: „წყალი ვიპოვეთ“
33და უწოდა მას შებაყი. ამიტომ დარჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი.
34და იყო ესავი ორმოცი წლისა, და მოიყვანა ცოლებად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.
35და გაუმწარეს მათ სული ისაკს და რებეკას.
Zvasarudzwa nguva ino
დაბ. 26: GEO02
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: